TITUS
The Shatberd Codex
Part No. 132
Previous part

Chapter: V  
Page of ed.: 224  
Line of ed.: 22                       და იაკობ ეტყოდა
Line of ed.: 23     
რებეკას დედასა თჳსსა, ვითარმედ: "არს ძმაჲ ჩემი მატყიერ და მე კაცი
Line of ed.: 24     
წყ[რტ]უ ვარ; ნუუკუე მრევდეს მამაჲ ჩემი და ვიპოვო მის წინაშე ვითარცა
Line of ed.: 25     
შეურაცხის-მყოფელი და მოვიკრიბო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ"*.
Line of ed.: 26     
ჰხედავ-ა, რამეთუ განცხადებულად თჳსი იგი მოშიშებაჲ იაკობ გამოაჩინა,
Line of ed.: 27     
Ms. page: 143r   მეცნიერ-ყოფილ საქმეთა მათ ქამისთა, რომელ იხილა შიშულობაჲ
Line of ed.: 28     
იგი ნოვესი, მამისა თჳსისაჲ და განიცინნა, რომლისათჳს-ცა დაიკრიბა
Line of ed.: 29     
თავსა თჳსსა ზედა წყევაჲ იგი?

Line of ed.: 30        
შეიშინა იაკობ-ცა, ნუუკუე ვითარცა Page of sec. ed.: 18  გამომცდელ მამისა თჳსისაჲ იპოვოს
Line of ed.: 31     
და წყევასა ქუეშე იყოს. იყო მისმიერი იგი-ცა თქუმული მართლ, ვითარმედ:
Line of ed.: 32     
"არს ესავი, ძმაჲ ჩემი, მატყიერ, რომელი ითქუმის ცოდვილ, და მე კაცი
Line of ed.: 33     
წყრტუ, რომელი გამოაჩინებს შეუგინებელთა უბიწოთა ჴორცთა მათ
Line of ed.: 34     
ქრისტესთა. არამედ ვერაჲთ ეგებოდა სხჳთ რაჲთ-მე აღსრულებად ზრახვისა
Line of ed.: 35     
მის. ჰრქუა: "ჩემ ზედა იყავნ წყევაჲ იგი, შვილო, გარნა ისმინე ჩემი და მივედ და მომართუენ"*.

Line of ed.: 36        
და გულისჴმის-საყოფელ თქუმული იგი რებეკაჲს მიერ, წინაჲსწარ აწ
Line of ed.: 37     
ეკლესიათა მიერ აღესრულების და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: "ჩემ ზედა
Line of ed.: 38     
იყავნ წყევაჲ იგი, შვილო", ამას მოგუასწავებს: ვითარცა აწ რომელნი-მე
Line of ed.: 39     
აყუედრებენ და შეურაცხ-ჰყოფენ ეკლესიათა და იტყჳან, ვითარმედ: ჯუარ-ცუმულსა
Line of ed.: 40     
მას ვჰმსახურებთ, წყევაჲ და შეურაცხის-ყოფაჲ ჩუენდამო ესე
Page of ed.: 225   Line of ed.: 1     
არს, რამეთუ ვნებანი იგი უფლისანი ურწმუნოთათჳს წყევა არს, ხოლო მორწმუნეთათჳს --
Line of ed.: 2     
ცხორება და მშჳდობა. რამეთუ მოციქული იგი-ცა იტყჳს:
Line of ed.: 3     
"ქრისტემან გამოგჳჴსნნა ჩუენ წყევისაგან შჯულისაჲთა, თავს-იდვა ჩუენთჳს Page of sec. ed.: 20 
Line of ed.: 4     
წყევაჲ იგი"*. ვითარცა აღასრულა აწ ქრისტემან, ჴორცითა თჳსითა კაცთათჳს
Line of ed.: 5     
სიკუდილი ჯუარსა მას ზედა თავს-იდვა, რაჲთა თჳსითა მით დამდაბლებითა
Line of ed.: 6     
განჴსნნეს წყევანი იგი შჯულისანი, რომელ ადამის ზედა იყვნეს, რამეთუ ჰრქუა:
Line of ed.: 7     
"მიწა იყავ და მიწად-ცა მიხჳდე"*.
Next part



This text is part of the TITUS edition of The Shatberd Codex.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.