TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 92
Previous part

Chapter: 6  
6
Part: 15 
(ი̂ე)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგმოს.

Verse: 1V     
რავდენნი ZIK.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსღა ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი, ქველის საქმისა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.

Verse: 2V     
ჰმონებედ VZFTIK, საქმისა V, -სცემდი V, ნუგეშინის-სცემდ ] ჰლოცევდ TIK.


Part: 16 
(ი̂ვ)


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა,

Verse: 3V     
ამის ] -- TIK.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
განლაღებულ არს, არარაჲ იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათჳს და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შური, ჴდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი,


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაჲ. განეშორე ესევითართა მათგან.

Verse: 5V     
გულის წყრომანი ] მიმოკუეთებანი IK, ჰგონებედ IK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაჲ უნაკლულოებით.

Verse: 6V     
ნამდჳლვე TIK.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რაჲ ჴელ-გუეწიფების.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ.

Verse: 8V     
და საფარველ ] + და საფარველ T.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა1 და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად.

Verse: 9V     
საბრჴესა ZTI, საფრჴესა და განსაცდელსა K.

Verse: 9-1N     
K-ში "საფრჴესა" სიტყვას ფ-ს ზემოთ აწერია სხვა ხელით, . . "საბრჴესა" უნდაო.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.

Verse: 10V     
ბოროტთა ZF, შესთხინნეს Z, შესთხივნეს T.


Part: 17 
(ი̂ზ)


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო შენ, კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე და შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა;


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხოვრებაჲ, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა.

Verse: 12V     
აღსაარებაჲ TIK.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
ვამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ

Verse: 13V     
ცხოელ V, იესუჲსსა TIK, პონტიელისა VZF, აღსაარებაჲ TIK.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა,

Verse: 14V     
ქრისტესსა FTIK.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან,

Verse: 15V     
რომელი-იგი FT, მეუფემან ] მფ̃ჱმნ FIK, მეუფეთამან ] მფ̃ჱთმნ FIK.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.1

Verse: 16-1N     
"ამინ" სრულად არის VZI-ში.


Part: 18 
(ი̂ჱ)


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაჲთა არა მაღლოოდიან, არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად საშუებელად

Verse: 17V     
სოფელსა ] + შინა F, მაღლოდიან V.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
და კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ

Verse: 18V     
კეთილსა შინა საქმეთა TIK.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთჳს ჟამისა, რაჲთა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხორებასა.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათ ტყუვილით სახელია მეცნიერებისასა,

Verse: 20V     
ტყუილით IK.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებსაგან ცუდნი განვარდეს. მადლი შენ თანა. ამინ.1

Verse: 21V     
განვრდეს V, ამენ F.

Verse: 21-1N     
"ამინ" სრულადაა VZI-ში.



Verse: col     
ტიმოთეს მიმართ პირველი მიწერა2 ლავდიკიაჲთ ფრიგჳსა. მუჴლი ს̂ნ.

Verse: colV     
პირველი ] ა̂ Z, ლავდიკეაჲთ V, ფრიგჳსა V, ტიმოთეს მიმართ მიწერა ებისტოლე (ეპისტოლე IK) პირველი ლავდიკიაჲთ (ლაოდიკიაჲთ IK), რომელ არს დედაქალაქი ფრიგჳისაჲ, მუჴლი ს̂ნ, თავნი ი̂ჱ TIK.

Verse: col-2N     
ასეა.
Part:  





Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.