TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 87
Previous part

Book: 1.Tim. 

Verse: h1 
პავლე1 მოციქულისა წიგნი ტიმოთეს მიმართ პირველი
Verse: h1V 
პირველი ] ა̂ ZF.
Verse: h1N 
I-ს აკლია აქედან ვიდრე: შემრა/ცხა (I ტიმ. 1,1 - 1,12).

Chapter: 1 
1


Verse: 1  Link to pavleni Link to gnt   პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა მაცხოვრისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტეს - სასოებისა ჩუენისაჲთა,

Verse: 1V    
და (1) ] -- ZTK.


Verse: 2  Link to pavleni Link to gnt   
ტიმოთეს, ერთგულსა შვილსა სარწმუნოებით, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

Verse: 2V    
იესუ ქრისტეს TK.


Part: 1 
(ა̂)


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
ვითარცა-იგი გლოცევდ შენ დადგრომად ეფესოს შინა, მი-რაჲ-ვიდოდე მაკედონიად, რაჲთა ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ,

Verse: 3V     
მო-რაჲ-ვიდოდე V, მაკედონიას T.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
არცა ერჩდენ ზღაპართა ჰურიაებრთა და ტომის-რაცხათა დაუსრულებელთა, რომელთა-იგი ძიებაჲ შეამთხჳიან უფროჲს, ვიდრე მოღუაწებაჲ ღმრთისაჲ, რომელ არს სარწმუნოებით.

Verse: 4V     
რაცხვათა T, შეამთხჳან VZ, მოღუაწებაჲ ] განგებულებაჲ K, რომელ არს ] -- K.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა,

Verse: 5V     
გონებისა ] + გან TK, შეურგულებელისა K.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა იგი იტყჳან და არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.

Verse: 7V     
სჯულის FTK, დაამტკიცებენ ] დამტკიცებად F.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი;

Verse: 8V     
სჯული FTK.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც, არამედ უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცისმკლველთა,

Verse: 9V     
უწყით TK, სჯულ FTK, ურჩულოთა Z, უსჯულოთა FTK, ურჩთა ] + და TK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
მეძავთა, მამათმავალთა, კაცის მსყიდელთა, მტყუართა, ცრუფიცთა და სხუაჲ, რომელი რაჲმე სიცოცხლისა ამის მოძღურებასა უჴდების,

Verse: 10V     
მტყუვართა ZFTK.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე.


Part: 2 
(ბ̂)


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფალისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას,

Verse: 12V     
მისსა TK, ქრისტჱ F.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ1 ურწმუნოებასა შინა.

Verse: 13-1N     
ასეა.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთა ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
არამედ ამისთჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.

Verse: 16V     
სახედ მათდა, რომელთა ეგულებოდის რწმუნებად მისსა მიმართ ცხორებად საუკუნოდ TIK.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


Part: 3 
(გ̂)


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუნებულთა მათ შენდა წინაჲსწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა,

Verse: 18V     
შვილო ] + ჩემო T, მიძღუნებულთა მათ შენდა ] პირველ გარდასრულთა შენ ზედა TIK, საგრობდე V.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისგან განცჳვეს;


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
რომელ არიან ჳმენეოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა განისწავლნენ არაგმობად.

Verse: 20V     
ალექსანდრე F.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.