TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 30
Previous part

Chapter: 14  
14


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   შეუდეგით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროჲსღა, რაჲთა სწინაწარმეტყუელებდეთ.

Verse: 1V     
შეუდეგიდ ] მისდევდით TIK, სულიერთა მათ TIK.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა.

Verse: 2V     
იტყჳნ (2) T, საჲდუმლოთა BZ.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რომელი წინაჲსწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა,

Verse: 3V     
ხოლო ] რამეთუ TIK.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი წინაჲსწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს.

Verse: 4V     
ხოლო ] რამეთუ TIK.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
მნებავს თქუენ ყოველთაჲ ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწინაჲსწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს რომელი წინაჲსწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა არა რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს.

Verse: 5V     
ყოველთა TIK, არა ] -- TIK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲმე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნიერებითა ანუ წინაჲსწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა?


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან _ ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარმე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ?

Verse: 7V     
ანუ ] + თუ T, ჴმათა IK, სტჳნავაჲ T.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინმე განემზადოს ბრძოლად?


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
ეგრეცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქმნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი.

Verse: 9V     
ეგრეთცა ZFTIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უჴმო.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა ვითარცა სხუაჲ ენაჲ, და რომელი-იგი მეტყოდის მე _ ვითარცა სხუაჲ ენაჲ.

Verse: 11V     
მეტყუელისა ] მზრახვალისა IK, ვითარცა სხუაჲ ენაჲ ] ბარბაროზ TIK, მეტყოდის... ენაჲ ] იტყოდის ჩემდა მომართ ბარბაროზ IK.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებელად ეკლესიისასა ეძიებდით, რაჲთა აღემატებოდით.

Verse: 12V     
ეკლესიისა K, -- T.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳსცა რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაჲთა გამო-ცა-თარგმანოს.

Verse: 13V     
ამისთჳს T, იტყოდის ] ტყ̃დს T, გამოთარგმანოსცა T.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა.

Verse: 15V     
ვგალობდე (1) ] ვფსალმუნებდე TIK, ვგალობდე (2) ] ვფსალმუნებ TIK.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა ვითარმე თქუას "ამინი" შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის.

Verse: 16V     
ხოლო ] რამეთუ TIK, ამენი FT (ამ ხელნაწერებში "ამენი" სრულადაა დაწერილი), მადლობასა ზედა TIK.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ1 მოყუასი შენი არა აღეშენების.

Verse: 17-1N     
V-ში "ხოლო" (ხ̃) წერებულა, მაგრამ გადაუშლიათ და ზემოდან "არამედ" (ა̃დ) დაუწერიათ.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რამეთუ უფროჲს თქუენ ყოველთათსა ენათა ვიტყჳ.

Verse: 18V     
უფროჲს ] უმეტეს T, ყოველთაჲსა VTIK.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბევრთა სიტყუათა ენითა.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი.(1)

Verse: 21-1Q     
Link to mcat Is. 28,11-12

Verse: 21V     
სჯულსა FTIK, რჩულსა Z, ისმინოს F.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა თუ მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წინაჲსწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს.


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენათა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არამე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა თუ ჰბორგთ?

Verse: 23V     
უკუეთუ ] უკუე VT, თქუასა T, თუ ] -- FTIK, ჰბორგით F.


Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები, ემხილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ.


Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს.

Verse: 25V     
ნამდჳლვე TIK.


Verse: 26   Link to pavleni Link to gnt   
რაჲმე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, _ ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ.

Verse: 26V     
ესე ] -- T.


Verse: 27   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ.

Verse: 27V     
სამნი ] + თჳსად-თჳსად T, თჳს-თჳსად IK.


Verse: 28   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა.


Verse: 29   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ.

Verse: 29V     
იტყოდენ TIK, იგი ] -- T.


Verse: 30   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ.


Verse: 31   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ შემძლებელ ხართ თითოეულად ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ისწავებდენ და ყოველნი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.

Verse: 31V     
თჳთოეულად ZT.


Verse: 32   Link to pavleni Link to gnt   
და სულები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილენ,


Verse: 33   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა.


Verse: 34   Link to pavleni Link to gnt   
დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმენედ,1 რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს.(1)

Verse: 34-1Q     
Link to mcat Gen. 3,16

Verse: 34V     
დუმნედ FTIK, სჯულიცა FTIK, რჩულიცა Z.

Verse: 34-1N     
ასეა VZ-ში.


Verse: 35   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ; რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად.

Verse: 35V     
ქმართა თჳსთა T, დედათა TIK.


Verse: 36   Link to pavleni Link to gnt   
ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია?

Verse: 36V     
მოიწია TIK.


Verse: 37   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წინაჲსწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი.


Verse: 38   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ.


Verse: 39   Link to pavleni Link to gnt   
ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წინაჲსწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით.


Verse: 40   Link to pavleni Link to gnt   
და ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ.

Verse: 40V     
იქმნებდენ V.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.