TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 23
Previous part

Chapter: 7  
7
Part: 4 
(დ̂)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე=არა-ხებაჲ.

Verse: 1V     
უმჯობეს ] კეთილ IK, შე-ვე=არა-ხებაჲ დედაკაცისაჲ T.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, და თითოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ.

Verse: 2V     
თითოეულსა FIK.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი _ ქმარსა.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
ცოლსა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რავდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.

Verse: 5V     
განეშორებით ] დააკლდებით IK, ურთიერთარს ZT, რაოდენმე T, ურთიერთარსვე ZT, თქუენ ] -- TIK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ.

Verse: 7V     
კაცისაჲ VZF.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა; კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ.

Verse: 9V     
დაითმენდენ T, იქორწინედ FTIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ.

Verse: 11V     
დაუტეობნ TIK.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ2 ცოლსა მას.

Verse: 12-2N     
ასეა C რედაქციის ყველა ნუსხაში.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას.

Verse: 13V     
დაუტეობნ TIK.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა, და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა, უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არაწმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან.

Verse: 14V     
განწმდების TIK, იგი (1) ] -- F.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან.

Verse: 15V     
ესევითარითა მით TIK.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან; და კაცად-კაცადი, ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ.

Verse: 17V     
არამედ ] უკუეთუ არა TIK, უფალმან ] ღმერთმან T.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ წინადაიცუეთნ.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთილებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ.

Verse: 19V     
წინადაუცუეთელებაჲ TIK.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ.

Verse: 20V     
რომლითა TIK, მას ] + ცა K, ზედა ეგენინ T.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
მონაჲ თუ იჩინე, ნურაჲ გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალგედვას განთავისუფლებად, უფროჲღა იღუაწე.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს; ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონაჲ არს ქრისტესი.

Verse: 22V     
ეგრეცა T.


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
სასყიდლით სყიდულ ხართ; ნუ იქმნებით მონა კაცთა.


Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ.

Verse: 24V     
მას ] მა V, ეგე VZF, მასცა ზედა ეგენ T.


Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს; ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ.

Verse: 25V     
და სარწმუნოჲ T, ყოფილ ] ვიქმნე IK.


Verse: 26   Link to pavleni Link to gnt   
მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ: ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს.

Verse: 26V     
ესრე T, ვჰგონებ უკუე ამისა კეთილ ყოფისა IK, ურვისა ] ჭირისა IK, უმჯობეს ] კეთილ IK, იყოს ] + ვითარმცა მე T, თუ იყოს ] ყოფაჲ IK.


Verse: 27   Link to pavleni Link to gnt   
შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა.

Verse: 27V     
შეკრულ ხარ ცოლისადა, ნუ ეძიებნ განჴსნასა: განჴსნილ ხარ ცოლისაგან... IK, განუტეობ T.


Verse: 28   Link to pavleni Link to gnt   
იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვიან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები.

Verse: 28V     
იქორწინოს ] + თუ K, თავს-იდვან ZTIK.


Verse: 29   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაჲთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს;

Verse: 29V     
გეტყჳ ] + თქუენ T, და ] -- TI, ესხნენ (2) T.


Verse: 30   Link to pavleni Link to gnt   
და რომელნი ტიროდინ, ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არაჲ აქუნდა;

Verse: 30V     
ტიროდიან TIK, ტიროდენ F, არაჲ ] არარაჲ T.


Verse: 31   Link to pavleni Link to gnt   
და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ.

Verse: 31V     
წარმავალ არს ] წარვალს ZFTIK, ხატი ] სახე TIK.


Verse: 32   Link to pavleni Link to gnt   
და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარძი სათნო-ეყოს უფალსა,


Verse: 33   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარძი სათნო-ეყოს ცოლსა.

Verse: 33V     
ქორწინებული ] + იგი FTIK.


Verse: 34   Link to pavleni Link to gnt   
განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებული იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა; ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარძი სათნო-ეყოს ქმარსა.

Verse: 34V     
ზრუნავნ (1) F, ქორწინებული ] + იგი F.


Verse: 35   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად.

Verse: 35V     
რაჲთა არა T, საბრჴე E, დაგიგდო V, შუენიერებისა T, დადგომად F, დადგომისა T, შუენიერად... უზრუნველად ] სახე-კეთილ და სლვა-კეთილ უფლისა მიმართ განუბნეველ იყოს IK.


Verse: 36   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავა; იქორწინედ.

Verse: 36V     
სარცხჳნელ ] სირცხჳლ T, ქალწულებაჲ ] ქორწინებაჲ T, ყოფად ] ყოფაჲ T, უკუეთუ ვინმე უშუერება ჰგონებდეს ქალწულისა თჳსისა, აღზრდილ თუ იყოს ესრეთ უმჯობეს ყოფასა, რომელი ჰნებავს... IK.


Verse: 37   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს.

Verse: 37V     
თჳსი ქალწულებაჲ ] თჳსისა ქალწულისა IK.


Verse: 38   Link to pavleni Link to gnt   
და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს.

Verse: 38V     
და ] ვინაჲცა IK, იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ ] განათხოოს IK, იქორწინოს (2) ] განათხოოს IK.


Verse: 39   Link to pavleni Link to gnt   
დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ.

Verse: 39V     
სჯულითა FTIK, რავდენ ZIK, თავისუფალ ] განთავისუფლებულ V,


Verse: 40   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ. ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.