TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 20
Previous part

Chapter: 4 
4


Verse: 1  Link to pavleni Link to gnt   ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი.

Verse: 1V    
საჲდუმლოთა VF, ღმრთისათანი ] მისთანი TIK.


Verse: 2  Link to pavleni Link to gnt   
ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა საწმუნო ვინმე იპოვოს.

Verse: 2V    
იპოოს VFTIK.


Verse: 3  Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.


Verse: 4  Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არათუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს.

Verse: 4V    
ამითა TIK.


Verse: 5  Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳს ნუ წინაჲსწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.

Verse: 5V    
წინაჲწარ Z.


Verse: 6  Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ, არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად; რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს.

Verse: 6V    
სახედ... აპოლოჲსა ] გარდმოვიჩემე თავისა ჩემისად და აპოლლოჲსდად IK, ჩუენ ] ჩემ IK, ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ ] ერთი-ერთისათჳს განსივნეთ IK (აშიაზე განმარტებაა: სამართლად უწოდა განსივებად, რამეთუ ვითარ-იგი განსივებული არა ჴორცითა მსუქან არს, არამედ ბალღმითა, ანუ ქარითა განბერილ იქმნის, ეგრეთვე ყოველი მზუაობარი და მოქადული არაჭეშმარიტითა, არამედ IK.


Verse: 7  Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა?


Verse: 8  Link to pavleni Link to gnt   
აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმსდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით. და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ!

Verse: 8V    
ხართა TI, და (1) ] -- TIK, განჰმსდიდრდით TIK, და (2) ] -- TIK, სუფევდით ] განჰმეფდითა TIK, და (3) ] ჰჱ TIK, რაჲთა ] + მცა TIK, ვსუფევდეთ ] ვმეფობდით TIK.


Verse: 9  Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.


Verse: 10  Link to pavleni Link to gnt   
ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.


Verse: 11  Link to pavleni Link to gnt   
ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა, შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,

Verse: 11V    
აქა ] აწინდელად IK, ჟამამდე IK, და შიშუელ TIK, განუსუენებელ ] დაუდგრომელ IK.


Verse: 12  Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ;1 ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;

Verse: 12V    
მაგინებელთა... ვიდევნებით ] გინებულნი ვაკურთხევთ, დევნილნი IK.

Verse: 12-1N    
"ჴელითა... ვაკურთხევთ" არ იკითხება E-ში.


Verse: 13  Link to pavleni Link to gnt   
მგმობართა ჩუენთა ულოცავთ, ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.

Verse: 13V    
მგმობართა ჩუენთა ულოცავთ ] მგმობილნი ვჰლოცავთ IK, ნასხურ ] წარსაჴოცელ IK, მოაქამომდე T.


Verse: 14  Link to pavleni Link to gnt   
არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.


Verse: 15  Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.

Verse: 15V    
დაღაცათუ F.


Verse: 16  Link to pavleni Link to gnt   
გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.


Verse: 17  Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.

Verse: 17V    
რომელმან ] რაჲთა T.


Verse: 18  Link to pavleni Link to gnt   
რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ.

Verse: 18V    
მოსლვასა მას ჩემსა ] მომავალობისა ჩემისათჳს IK, გან-ვიეთმინე-ლაღნეს VZFIK.


Verse: 19  Link to pavleni Link to gnt   
ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი,

Verse: 19V    
თქუენდა ადრე T, იგი ] -- T.


Verse: 20  Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა სიტყჳთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა.

Verse: 20V    
ღმრთისაჲ ] ცათაჲ F.


Verse: 21  Link to pavleni Link to gnt   
რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.