TITUS
Epistolae Catholicae (D)
Part No. 17
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს.
Verse: 2   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღა* გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავს მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა-იგი არს.
Verse: 3   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა* მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა-იგი წმიდა არს.
Verse: 4   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უშჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვაჲ იგი არს უშჯულოებაჲ.
Verse: 5   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და იცით, რამეთუ გამოჩნდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს* და ცოდვაჲ მის თანა არა არს.
Verse: 6   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი.
Verse: 7   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
შვილნო ჩემნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ, რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა-იგი თავადიცა მართალ არს.
Verse: 8   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს. ამისთჳს გამოცხადნა ძე* ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი.
Verse: 9   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს*, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.
Verse: 10   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი.
Verse: 11   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუჱსმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას*.
Verse: 12   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
არა ვითარცა-იგი კაინ*, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი - მართალ.
Verse: 13   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ნუ გიკჳრნ* თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი.
Verse: 14   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს.
Verse: 15   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად.
Verse: 16   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ამით ვცნათ* სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დიდებაჲ.
Verse: 17   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდის რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარმე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?
Verse: 18   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.
Verse: 19   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან.
Verse: 20   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი.
Verse: 21   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.
Verse: 22   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.
Verse: 23   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი, და და ვიყუარებოდით ურთიერთას*, ვითარცა მომცა მცნებაჲ.
Verse: 24   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Epistolae Catholicae (D).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.