


საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად.



ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს*;



და ყოველმან სულმან, რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს*. და ესე არს ანტიქრისტესთჳს, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს.



თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა; რამეთუ უფროჲს არს, რომელი-იგი თქუენ შორის არს, ვიდრეღა რომელი-იგი* სოფლისაგან.



იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა.



ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ* სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.



საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას*, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.



რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს.



ამით განცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ* მის მიერ.



და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა.



საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას* სიყუარული.



ღმერთი არასადა ვის უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას*, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს.



ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ.



და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა* ძე* მაცხოვრად სოფლისა.



რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ* ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.






ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა-იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა.



შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრული არს სიყუარულსა ზედა.



ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ



უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი, და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუვარი არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა იხილა, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?



და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.