


ესრევე ოდესმე წმიდანიცა იგი დედანი, რომელნი ესვიდეს უფალსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა,



ვითარცა-იგი ერჩდა სარა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით კეთილის მოქმედ და არა გეშინოდის არცა ერთისა შიშისაგან.



ქმარნი ეგრევე მსგავსად თანა-ეყვენით მათ შენდობით, ვითარცა უუძლურჱსსა ჭურჭელსა, დედათა ზედა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა მის ცხორებისასა, რაჲთა არა* დააცადოთ ლოცვასა თქუენსა.



უმჯობჱს არს, კეთილსა თუ იქმოდით და ეგრე ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე ბოროტსა თუ იქმოდით.



რამეთუ ქრისტემანცა ივნო ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგჳდგინეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხონდა სულითა,



რომლისაგან საპყრობილესა მას შინა სულთა მივიდა და ქადაგა,



რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს-იგი თავს-იდვა სულ-გრძელებასა ღმრთისასა, დღეთა მათ ნოვჱსთა, შემზადებასა კიდობნისასა, რომელსა შინა იყვნეს მცირედ, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.



რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ აღდგომითა იესუ ქრისტჱსითა,



რომელ-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი ამაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.