


რომელნი შებრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებით, რომელსაცა ზედა დაესხნეს.



ხოლო თქუენ, ნათელი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებასა მიუთხრობდეთ, რომელმან ბნელისაგან გიწოდა თქუენ ნათელსა მას მისსა,



რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ ღმრთის, ხოლო აწ ერნი ღმრთისანი ხართ, რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, და აწ შეიწყალენით.



საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით ჴორციელთაგან გულის თქუმათა, რომელნი-იგი ეწყობიან სულსა.



სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა რომლისათჳს-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთაგან საქმეთა შეეჭუდენ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.



... მოქმედთათჳს და მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს,



რამეთუ ესრჱთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილისა მოქმედთათჳს და დაყოფად პირთა კაცთა უგუნურთა უმეცრებითა.



ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებაჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი



ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცემდით.



მონანი დაემორჩილენით ყოვლითავე უფალთა თჳსთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.



რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისათჳს კეთილისა დავითმინით მწუხარებაჲ, გუევნებინ თუ სიცრუვით.



რომელი უმჯობჱს არს, უკუეთუ ვცოდვიდეთ და ვიქეჯნებოდით და დავითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა ვიქმოდით და გუევნებოდის და დავითმენდეთ, ესე მადლი ღმრთისაგან არს.



იჩინენითვე ამისთჳს, რამეთუ ქრისტემანცა ივნო თქუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალსა მისსა;



რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა;



რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და იგი არავის ავნებდა, მიეცა მსაჯულისა სიცრუვით;



რომელმან ცოდვანი ჩუენნი თავს-ისხნა ჴორცითა თჳსითა ძელსა ზედა, რაჲთა ცოდვასა განვერნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა ჩუენ განვიკურნენით.



რამეთუ ვიყვენით, ვითარცა ცხოვარნი შეცთომილნი, არამედ მოქცეულ ვართ აწ მწყემსისა მის და მოძღურისა სულთა ჩუენთაჲსა.