


კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოვებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტჱსითა მკუდრეთით,



სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ,



რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა.



რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალფერთა ზედა განსაცდელთა,



რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისაჲ უპატიოსნჱს ოქროჲსა მის წარსაწყმედელისა და ვეცხლისა გამოცდილისა იპოოს საქებელად, დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტჱსსა*,



რომელი-იგი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებითა.



და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ,



რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენდამი მადლსა მას წინაწარმეტყუელებდეს,



ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული იგი ქრისტჱსი, წინაჲსწარ წამებდეს ქრისტჱსთა მათ ვნებათა და მისა შემდგომად დიდებათა მისთა.



რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელიცა აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებული ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.



ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრთხილ იყვენით და სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტჱსსა.



ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმასა,



არამედ მწოდებელისა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა.



რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.



და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელ-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითოეულისა საქმეთა, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით.



უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ოქროჲთა გინა ვეცხლითა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა,



არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უმანკოჲსა და უბიწოჲსა ქრისტჱსისა,



რომელი წინაჲსწარ უწყებულ იყო უწინარჱს სოფლის დაბადებისა და გამოჩნდა უკუანაჲსკნელთა ჟამთა თქუენთჳს;



რომელ-ეგე მის მიერ მორწმუნენი ხართ ღმრთისანი, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით და მისცა მას დიდებაჲ, რაჲთა თქუენი იგი სარწმუნოებაჲ იყოს ღმრთისა თანა.



სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, ძმათ მოყუარებისათჳს შეუორგულებელ* იყვენით გულითად, ურთიერთას იყუარობდით განმარტებულად.



რამეთუ მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა ღმრთისაჲთა და საუკუნოჲთა.



რამეთუ ყოველი ჴორციელი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ მისი, ვითარცა ყუავილი თივისაჲ: განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცუივა.



ხოლო სიტყუაჲ უფლისაჲ დგას და ჰგიეს უკუნისამდე.