


ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ან[უ ...]ნი ანუ ა[...გულის] თქუმათ[აგან].



[გული]გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და [იშურებით] და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალავთ და ი[ბრძვით და] არაჲ გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.



ითხოვდით და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ...



ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს [წიგნი: საშურებ]ელად სურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?



უფროჲს მოცემად მადლისა; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.



დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა და ივლტოდის თქუენგან.



მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი თქუენნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი ორგულნო.



დამდაბლდით და იგლოვდით და ტიროდეთ. სიცილი თქუენი გლოად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი - მწუხარებად.



დამდაბლდით წინაშე უფლისა და მან აღგამაღლნეს ...