


ნუ მრავალნი ჰმოძღურებთ, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდჱსი საშჯელი მოიღოთ.



რამეთუ ფრიად სცთებით ყოველნი, ხოლო რომელი სიტყჳთა არა* სცთეს, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღუირ-სხმად ყოველსავე გუამსა თჳსსა.



უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა, იგი და ყოველი გუამი მისი მოვაქციით,



და აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები, ფიცხელთაგან ქართა მიმოდატაცებულნი, მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ* მისლვად განმმართებელსა მას.



ეგრევე, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა კუალად მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის!



და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუვისაჲ. ენაჲ დამკჳდრებულ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზებულ არს გეჰენიაჲსაგან.



ყოველი ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთა და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.



ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსჱ გესლითა მაკუდინებელითა.



რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მით ვჰწყევთ* კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.



მიერ პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრჱთ ყოფად.



ნუუკუე წყაროჲსა მისვე თუალისაგან გამოდინ ტკბილი და მწარჱ?



ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღუმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა თუ ვენაჴმან ლეღჳ? ეგრევე ვერცა მარილ[...]ალი* ტკბილ ყოფად.



ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილ[...]ათა საქმჱ თჳსი სიმშუიდითა სიბრძნისაჲთა.