


ძმანო ჩემნო, ნუ თუალ-ღებით გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი დიდებულისაჲ.



უკუეთუ ვინმე შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი, რომელსა ეცუას ბეჭედი ოქროჲსაჲ და ემოსოს სამოსელი ბრწყინვალჱ და შევიდეს გლახაკიცა სამოსლითა მწინკულევანითა,



მიჰხედოთ თქუენ, რომელსა ემოსოს სამოსელი ბრწყინვალეჲ და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, ხოლო გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ, ანუ დაჯედ ქუეშე ფერჴთა ჩემთა,



შეორგულდით* გულითა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყუითა ბოროტითა*.



ისმინეთ, ძმანო ჩემნო ს[ა]ყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისაგანნი გამოირჩინა* ღმერთმან, ხოლო მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა?



ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი იგი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენ თქუენ, და იგინივე მიგითრევენ წინაშე მსაჯულისა?



ანუ არა იგინივე ჰგმობენ კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა?



უკუეთუ შჩულსა აღასრულებთ სამეუფოსა, ვითარცა წერილ არს: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოთ.



უკუეთუ თუალთ-აღებთ, სცოდავთ და გამხილებს თქუენ შჩული, ვითარცა გარდამავალთა.



რამეთუ რომელმან ყოველი შჩული აღასრულოს და ერთსა მას სცთეს, იქმნა იგი ყოვლისა თანა-მდებ.



რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ; უკუეთუ არა იმრუშო და არა კაც ჰკლა და სიყუარული არა გაქუნდეს, იქმნავე გარდამავალ შჩულისა.



[ესრეთ იტყოდეთ] და ესრჱთცა ჰყოფდ[ით, ვითარცა] შჯულისა მიერ აზნაურ[ები]საჲსა განშჩად ხართ.



რამეთუ სარჩელი უწყალო არს [მათთჳს, რომელთა] არა ყონ წყალობაჲ, [... იქადო]დეთ წყალობასა სა[რჩელისასა].



რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: მე სარწმუნოებაჲ მაქუს და საქმენი არა ა[ქ]უნდენ? ვერ შემძლებელ [არს] სარწმუნოებაჲ იგი ხო[ლო] ცხორებად მისა.



უკუეთუ ძმაჲ გინა თუ დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკ[ლულ]ევან დღისა საზ[რდელისა]



და ჰრქუას ვ[ინმე თქუენგან]მან: წარ[ვედით მშჳდ]ობით, განძე[ღით და განტეფით], და არა* [სცეთ მათ საჴმა]რი ჴო[რცთაჲ], რაჲ სარგებელ [არს]?



[ეგრჱთცა ს]არწმუნოებაჲ: [უკუეთუ] საქმენი არა აქუ[ნდენ, მკუ]დარ არს იგი ხოლო.



უკუეთუ ვინმე თქ[უას: შენ] სარწმუნოება[ჲ გაქუს და მე ს]აქმენი მქონან, მიჩ[უენე მე] სარწმუნოებაჲ [შენი] თჳნიერ საქმეთა შენთა, და მე გიჩუენო შენ საქმეთა ჩემთაგან სარწმუნოებაჲ.



შენ გრწამს, რამეთუ ერთ არს ღმერთი, კეთილად სცან. იგი ეშმაკთაცა ჰრწამს და ძწიან მისგან, ხოლო ნებასა მისსა არა ჰყოფენ.



გნებავს ცნობად, ჵ კაცო ვინმე ცუდო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს?



აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი [არა სა]ქმეთაგან განმართლდა[ა, რამეთუ] შეწირა ისაკი, ძჱ თჳსი, საკურთხეველსა ზედა.



ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწევის საქმეთა მისთა და საქმეთა მათგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა?



და აღესრულა წერილი იგი, რომელსა იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა იწოდა.



ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებითა ხოლო?



ეგრჱთვე რააბ, მეძავი იგი, [არა საქმეთ]აგან განმართლდა(ა), რამეთუ შეიწყნარნა მსტუარნი იგი მშჳდობით, და სხჳთ გზით განავლინნა იგინი?



ვითარცა გუამი თჳნიერ სულისა მკუდარ არნ, ეგრეცა სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.