


იაკობ, ღმრთისაჲ და უფლისა იესუ ქრისტჱს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა მიმოდათესულთა, - გიხაროდენ!



ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა;



უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებაჲ ეგე თქუენი სარწმუნოებისაჲ შეიქმს მოთმინებასა,



ხოლო მოთმინებასა მას [ს]აქმჱ სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნენ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან.



უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სიბრძნითა, ითხოვენ მისგან, რომელმან მოსცის ყოველთა, ღმერთმან, უსასყიდლოდ და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.



ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, ხოლო რომელი-იგი ორგულობდეს, მსგავს არს იგი ღელვათა ზღჳსასა, ქარითა აღძრულთა და მიმოტაცებულთა.



ნუ ჰგონებნ კაცი იგი მოღებად რაჲსმე უფლისაგან.



კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.



იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა,



ხოლო მდიდარი იგი - დამდაბ[ლება]სა თჳსსა, რამეთუ ვითარცა [ყუა]ვილი თივისაჲ, ეგრე [წარ]ჴდეს.



გამობრწყ[ინდა მზჱ] სიცხითა თჳსითა [და განაჴ]მო თივაჲ იგი და ყუ[ავი]ლი მისი დასცუივა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარწყმდა. ეგრეცა მ[დიდ]არი იგი სლვასა შინა თ[ჳს]სა დაჭნეს.



ნეტარ ა[რს კაცისაჲ მის, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნის და მოიღი]ს გჳრგ[ჳნი იგი ცხორებისაჲ], რომელი აღუ[თქუა ღმერთმან მოყ]უარეთა [მისთა].



რომელი-იგი განიცადებოდის, ნუ იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტითა და არავის გამოსცდის იგი.



არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და იიძულების*.



მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და უშვის მას სიკუდილი.



ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო!



ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამოსრულ არს მამისაგან ნათლისაჲსა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილის შეცოდება.



ნებითა თჳსითა მშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა.



უწყოდეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, აწ უკუე: იყავნ ყოველი [კ]აცი მოსწრაფე სმენად და მძიმე სიტყუად და მძიმე გულის წყრომად.



რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლჱ ღმრთისაჲ არა* ქმნის.



ამისთჳს მოისპენ თქუენგან ყოველი მწინკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშუიდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ მის, შემძლებელი ცხორებად სულთა თქუენთათჳს*.



და იყვენით მყოფელ სიტყჳსა ამის და ნუ მსმენელ ხოლო და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა.



უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა ამის და მყოფელ არა, ესევითარი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის ქმნულებაჲ თჳსი სარკითა.



და ვითარცა წარვიდის, მეყსეულად დაავიწყდის, ვითარ-რაჲ არს.



ხოლო რომელმან მიჰხედა შჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა მის; ესე ნეტარ იყოს ყოფითა მით.



უკუეთუ [...] ღმრთის მსახურ[ებაჲ] და არა აღჳრ-ასხნეს [ენასა] თჳსსა, იგი უტყუვის თავსა თჳსსა და ამაო არს მსახურებაჲ მისი.



არამედ მსახურებაჲ წმიდაჲ და უბიწოჲ ღმრთისა მიმართ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთაჲ და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დამარხვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.