


... განიწმიდენით და განიფრთხვეთ ლოცვად.



ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუნდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლჱ ცოდვათაჲ.



სტუმრის მოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტუინვისა.



კაცად-კაცადმან ვითარცა მიიღო ღმრთისაგან მადლი, მას ეგრევე ურთიერთას ამსახურებდით, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალფერისა ნიჭისა ღმრთისანი.



რომელი-იგი ვინ იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა, რომელი ჰმსახურებდეს*, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი.



საყუარელნო, ნუ გიკჳრნ თქუენ თანა განჴურვებაჲ ეგე, რომელი განსაცდელ იქმნების თქუენ შორის, რეცა* თუ უცხოჲ რაჲმე შეგემთხჳვის* თქუენ.



არამედ რავდენ-ეგე ეზიარებით ...



... ღმერთსა სახელითა მით.



რამეთუ ჟამმან პირველად საშჯელისა სახლისაგან ღმრთისაჲსა იწყოს*; უკუეთუ პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათა?



და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ და ცოდვილი სადაღა-მე იპოვოს?



ამიერითგან რომელთა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა, სარწმუნოებისა დამბადებელსა უფალსა შეჰვედრენით სულნი თჳსნი საქმითა კეთილითა.