TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 118
Previous part

Chapter: 8  
თავი 8


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   Page of ms. P: 76R   უკუეთუ ქრისტჱ თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული -- ცხოველ სიმართლითა.
Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ სული იგი აღმადგინებელი იესუჲსი მკუდრეთით დამკჳდრებულ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი მის გამო, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს სული მისი თქუენ შორის.
Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა თუ ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად ვცხონდებოდით.
Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ ჴორციელად სცხონდებით, სიკუდილდ ხართ, უკუეთუ Page of ms. P: 76V   სულთა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ.
Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, იგინი შვილნი ღმრთისანი არიან.
Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, რაჲთა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო!
Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
იგივე სული ეწამების სულსა მას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.
Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესა; უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.
Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
Page of ms. P: 305R   რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მისთჳს დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.
Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა შვილთა ღმრთისათა მოელით,
Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ამაოებასა დაემორჩილნეს დაბადებულნი, დაბადებულნი არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან დაამორჩილა მას, სასოებით,
Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს კირთებისა მისგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებასა შვილთა ღმრთისათა.
Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
უწყით რამეთუ ყოველი დაბადებული თანაკუნესის და ელმის მოაქამდე.
Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა-ესე ნაყოფი სულისაჲ გაქუს, თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით, შვილებასა მას მოველით გამოჴსნასა ჴორცთა ჩუენთასა,
Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ სასოებით ვცხონდე. Page of ms. P: 305V   ხოლო სასოებაჲ იგი ხილული არა არნ სასოება; რომელსა-იგი ვინ ხედავნ, რაჲსაღა ესავნ?
Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
ჩუენ თუ არა ვხედავთ და ვესავთ, მოთმინებით მოველით.
Verse: 26   Link to pavleni Link to gnt   
ეგრევე სული იგი თანაშეეწევის ურჩულოებასა მას ჩუენსა, რამეთუ რაჲმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულთქუმითა მით უსიტყუელითა,
Verse: 27   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რომელი გამომეძიებელი არს გულისაჲ, და იცის ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.
Verse: 28   Link to pavleni Link to gnt   
Page of ms. P: 305V   ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯჳს კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.
Verse: 29   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განამართლნა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;
Verse: 30   Link to pavleni Link to gnt   
და რომელნი წინაჲსწარ იჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.
Verse: 31   Link to pavleni Link to gnt   
რაჲმე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენი კერძო არს, ვინ არს ძჳრისმეტყუელ ჩუენდა?
Verse: 32   Link to pavleni Link to gnt   
რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა ჩუენთჳს, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ არა უკუე მითურთით ყოველი მოგუანიჭოს ჩუენ?
Verse: 33   Link to pavleni Link to gnt   
ვინ არს მაბრალებელ რჩეულთა ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.
Verse: 34   Link to pavleni Link to gnt   
და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი ზის Page of ms. P: 306R   მარჯუენით ღმრთისა და მეოხ არს ჩუენთჳს.
Verse: 35   Link to pavleni Link to gnt   
ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ღმრთისასა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულობამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? ვითარცა წერილ არს:
Verse: 36   Link to pavleni Link to gnt   
შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
Verse: 37   Link to pavleni Link to gnt   
არამედ ამას ყოველსა ზედაშეუძლოთ ჩუენ მის მიერ, რომელმან-იგი შემიყუარნა ჩუენ.
Verse: 38   Link to pavleni Link to gnt   
მრწამს მე, რამეთუ არა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ამან სოფელმან,
Verse: 39   Link to pavleni Link to gnt   
არცა ძალთა, არცა სიღრმეთა, არცა სიმაღლეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად [სიყუარულსა] მას ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.