TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 113
Previous part

Chapter: 28  
თავი 28


Verse: 1   Link to sakme Link to gnt   და გამო-რაჲ ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტე ერქუა ჭალაკსა მას.
Verse: 2   Link to sakme Link to gnt   
ხოლო წარმართთა მათ წინამიყვეს დიდი კეთილი, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისთჳს და ყინელისა, რომელი იყო დიდ.
Verse: 3   Link to sakme Link to gnt   
და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა იგი ცეცხლსა, იქედნეჲ სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა მისსა.
Verse: 4   Link to sakme Link to gnt   
ვითარცა იხილეს წარმართთა მათ დამოკიდებული Page of ms. P: 231V   გუელი იგი ჴელსა მისსა, ურთიერთას იტყოდეს: კაცისმკლველი სამე იყო კაცი ესე, რომელი ზღუასა განერა, სასჯელმან ცხორებად არავე უტევა.
Verse: 5   Link to sakme Link to gnt   
ხოლო მან განყარა ჴელი და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ევნო ბოროტი.
Verse: 6   Link to sakme Link to gnt   
ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი; და ვითარ მყოვარ ჟამ დგეს და ხედვიდეს და არარაჲ ბოროტი იქმნა მის ზედა, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი არს.
Verse: 7   Link to sakme Link to gnt   
ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ერქუა პოპლიოზ, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ სიყუარულით და მოწლედ გჳსტუმრნა ჩუენ.
Verse: 8   Link to sakme Link to gnt   
იყო მამაჲ პოპლიოზისი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე, რომლისა შევიდა პავლე: და ილოცა და დაასხნა ჴელნი მის ზედა და განკურნა იგი.
Verse: 9   Link to sakme Link to gnt   
და ვითარცა ესე იყო, სხუანიცა, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა, განიკურნებოდეს,
Verse: 10   Link to sakme Link to gnt   
რომელთა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ და წარსლვასა ჩუენსა აღგუაგნეს საგზლითა.
Verse: 11   Link to sakme Link to gnt   
და შემდგომად სამისა დღისა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა ჭალაკსა მას შინა ალექსანდრიაჲსასა სახელით დიოსკორესი.
Verse: 12   Link to sakme Link to gnt   
და შთავედით სჳრაკოსად და დავადგერით მუნ სამ დღჱ;
Verse: 13   Link to sakme Link to gnt   
ვინაჲ-იგი მოვლეთ და მივიწიენით რეგონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო ნიავი სამხრით; და მეორესა დღესა მივედით პატიოლონდ,
Verse: 14   Link to sakme Link to gnt   
სადა-იგი ვპოვენით ძმანი, და გუევედრებოდეს ჩუენ, რაჲთა დავადგრეთ მათ თანა შჳდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ.
Verse: 15   Link to sakme Link to gnt   
Page of ms. P: 232V   მერმე ძმათა ესმა ჩუენთჳს და მოვიდეს შემთხუევად ჩუენდა, ვიდრე აპეს უბნადმდე და მესამედ ღჳნისსაფარდულადმდე, რომელნი იხილნა პავლე და ჰმადლობდა ღმერთსა; და ნუგეშინის-იცეს.
Verse: 16   Link to sakme Link to gnt   
და ოდეს შევიდა ჰრომედ, უბრძანა პავლეს ყოფაჲ თჳსისაგან მისისა ერის კაცისა.
Verse: 17   Link to sakme Link to gnt   
და იყო, შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს ჰურიანი მთავარნი: და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: მე, კაცნო ძმანო, არარაჲ ბოროტი ვქმენ ერისათჳს გინა შჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა.
Verse: 18   Link to sakme Link to gnt   
რომელი განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი ამისთჳს, რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა.
Verse: 19   Link to sakme Link to gnt   
ვითარ-იგი სიტყუას-მიგებდეს ჰურიანი, ვიიძულე სიტყჳს-გებაჲ კეისრისა, არა თუ შესმენაჲ მედვა ნათესავისა ჩემისაჲ.
Verse: 20   Link to sakme Link to gnt   
ამის მიზეზისათჳს გლოცავ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე თქუენ და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც.
Verse: 21   Link to sakme Link to gnt   
ხოლო მათ თქუეს: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით და არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა ჩუენ, გინა თუ იტყოდა შენთჳს ბოროტსა.
Verse: 22   Link to sakme Link to gnt   
ხოლო ამას გლოცავ, რაჲთა ვისმინო[თ] შენი, რომელსა ჰზრახავ; ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა Page of ms. P: 233R   ადგილს ცილობად აღდგომილ არს.
Verse: 23   Link to sakme Link to gnt   
და განაჩინეს დღჱ და მოვიდეს მისა ვანად მრავალნი, რომელთა ასწავებდ სასუფეველსა ღმრთისასა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს შჯულისაგან მოსესისა და წინაწარმეტყუელთა დილითგან მწუხრადმდე.
Verse: 24   Link to sakme Link to gnt   
და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს.
Verse: 25   Link to sakme Link to gnt   
შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს; თქუა პავლე ერთი სიტყუაჲ, ვითარმედ: კეთილად სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაწარმეტყუელისა იტყოდა მამათა თქუენთათჳს:
Verse: 26   Link to sakme Link to gnt   
მივედ ერისა მის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისხმა-ყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ.
Verse: 27   Link to sakme Link to gnt   
რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ მის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, თუ იხილონ თუალითა; და ისმინონ ყურითა და გულითა გულისხმა-ყონ; და მოიქცენ და განვკურნნე იგინი.
Verse: 28   Link to sakme Link to gnt   
ესე უწყებულ იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთა მოივლინა მაცხოარებაჲ მათცა ისმინონ.
Verse: 30   Link to sakme Link to gnt   
და დაადგრა ორ წელ თჳსითა სასყიდელითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა;
Verse: 31   Link to sakme Link to gnt   
ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა იესუ ქრისტჱსთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუპკოლებელად.






Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.