TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 111
Previous part

Chapter: 26  
თავი 26


Verse: 1   Link to sakme Link to gnt   Page of ms. K: _   Page of ms. P: 229V   ... მაშინ პავლე განუყარა ჴელი, მიუგებდა და ჰრქუა:
Verse: 2   Link to sakme Link to gnt   
ყოვლისათჳს, რომელსა-ესე მაბრალებთ მე ჰურიანი, მეფჱ აგრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების მე დღეს სიტყუად;
Verse: 3   Link to sakme Link to gnt   
უფროჲსღა, რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ძიებითა და იცი: ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი.
Verse: 4   Link to sakme Link to gnt   
რამეთუ ცხორებაჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან პირველითგან, რომელი იყო ნათესავსა შინა ჩემსა იერუსალჱმს, იციან ყოველთა ჰურიათა.
Verse: 5   Link to sakme Link to gnt   
წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ მსგავსად ჭეშმარიტებისა მის მსახურებისა ჩემისაებრ ვიყოფოდე ფარისეველად.
Verse: 6   Link to sakme Link to gnt   
და აწ სასოებისა მამათა ჩემთაჲსა აღთქუმისათჳს, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი;
Verse: 7   Link to sakme Link to gnt   
რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.