TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 98
Previous part

Chapter: 12  
თავი 12


Verse: 1   Link to sakme Link to gnt   Page of ms. P: 378R   მას ჟამსა ოდენ ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ბოროტის-ყოფად რომელთამე ეკლესიათა.
Verse: 2   Link to sakme Link to gnt   
და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანჱსი, მახჳლითა.
Verse: 3   Link to sakme Link to gnt   
ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ ესევითარი, შესძინა შეპყრობაჲ პეტრჱსიცა. და იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი,
Verse: 4   Link to sakme Link to gnt   
რომელ-იგი შეიპყრა და შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა დაცვად; და ეგულებოდა შემდგომად ზატიკისა მის გამოყვანებად იგი ერსა წინაშე.
Verse: 5   Link to sakme Link to gnt   
და პეტრეს სცვიდეს საპყრობილესა შინა; ხოლო ლოცვაჲ გულსმოდგინე იყო ეკლესიათა ღმრთისათა [მისთჳს].
Verse: 6   Link to sakme Link to gnt   
და რაჟამს ეგულებოდა გამოყვანებაჲ მისი ჰეროდეს, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მცველნი იგი წინაშე კარსა საპყრობილისასა სცვიდეს.
Verse: 7   Link to sakme Link to gnt   
და ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მის ზედა და ნათელი დიდი გამობრწყინდა საპყრობილესა მას შინა; და სცა გუერდსა პეტრჱსსა Page of ms. P: 378V   და აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.
Verse: 8   Link to sakme Link to gnt   
ჰრქუა ანგელოზმან მან პეტრეს: შეისხენ სანდალნი. და მან ყო ეგრე და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი და შემომიდეგ მე.
Verse: 9   Link to sakme Link to gnt   
და გამოვიდა პეტრე და შეუდგა მას, და არა იცოდა პეტრე, ვითარმედ ჭეშმარიტად ანგელოზისა მისგან არს საქმჱ ესე, ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.
Verse: 10   Link to sakme Link to gnt   
და ვითარცა განვლეს პირველი საცავი და მეორჱცა, მოვიდეს ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელიცა-იგი თჳთ განეღო მათ; და მოვიდეს და განვლეს ფოლოცი ერთი და მეყსეულად გენეშორა მისგან ანგელოზი იგი
Verse: 11   Link to sakme Link to gnt   
და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი, რამეთუ ჭეშმარიტად მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი ჩემდა და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდჱსთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა ჰურიათაჲსა.
Verse: 12   Link to sakme Link to gnt   
გულისხმა-ყო და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა იოვანჱსსა, რომელსა ეწოდა მარკოზ, სადა-იგი მრავალნი შეკრებულ იყვნეს და ილოცვიდეს.
Verse: 13   Link to sakme Link to gnt   
და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა მას ბჭისასა, გამოვიდა სმენად მჴევალი ერთი, რომელსა სახელი ერქუა როდე.
Verse: 14   Link to sakme Link to gnt   
იცნა ჴმაჲ პეტრჱსი და სიხარულითა არა განუხუნა ბჭენი, არამედ მივიდა და უთხრა, ვითარმედ: ესერა, პეტრე ბჭეთა ზედა დგას.
Verse: 15   Link to sakme Link to gnt   
ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი სამე. ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: იგი არს.
Verse: 16   Link to sakme Link to gnt   
ხოლო პეტრე დგა და ჰრეკდა. ვითარცა განუღეს კარი, იხილეს იგი და განუკჳრდა.
Verse: 17   Link to sakme Link to gnt   
ხოლო პეტრე ჴელი განუყარა, რაჲთა დადუმნენ; და უთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ჰრქუა მათ: უთხართ ესე იაკობს და სხუათაცა ძმათა და მიერ გამოვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა.

Verse: 18   Link to sakme Link to gnt   
Page of ms. P: _   Page of ms. L: 390V   და ვითარცა განთენა, იყო შფოთი არამცირედი ერისაგანთა მათ შორის, ვითარმედ ვერარაჲ ჴდა პეტრე.
Verse: 19   Link to sakme Link to gnt   
ხოლო ეროდე ეძიებდა პეტრეს, არა პოა, განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მათი წარწყმედაჲ სიკუდიდ, ხოლო პეტრე შთავიდა ჰურიასტანით კესარიად და იქცეოდა მუნ.
Verse: 20   Link to sakme Link to gnt   
და იყო ჰეროდე გულწყებულ ტუირელთა და სიდონელთათჳს, და [იგინი] Page of ms. L: 391R   ერთბამად მოსრულ იყვნეს მისა და ქველისმეტყუელ ჰყოფდეს ბალანტონს, სენაკაპანთმთავარსა მეფისასა, ითხოვდეს მშუიდობასა ამისთუის, რამეთუ იზარდებოდა სოფელი მათი სამეუფოითა.
Verse: 21   Link to sakme Link to gnt   
დღესა ერთსა დაწესებულსა ეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოი და დაჯდა საყდართა ზედა და იტყოდა იგი მათა მიმართ.
Verse: 22   Link to sakme Link to gnt   
ერი იგი ყოველი ერთითა ჴმითა ღაღადებდა და იტყოდეს: ჴმაჲ არს ესე ღმრთისაჲ და არა კაცისაჲ.
Verse: 23   Link to sakme Link to gnt   
მეყსეულად დასცა მას ანგელოზმან უფლისამან და განგალა იგი, რამეთუ არა მისცა მან დიდებაჲ ღმერთსა: და იქმნა იგი მატლ შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს.
Verse: 24   Link to sakme Link to gnt   
ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა.
Verse: 25   Link to sakme Link to gnt   
Page of ms. L: 384R   ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ აღასრულეს მსახურებაჲ იგი მათი, თანაწარიყვანეს იოვანეცა, რომელსა სახელი წოდებული იყო მარკოზ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.