მას ჟამსა შინა მრქუა მე უფალმან: გამოთალენ თავისა შენისა ფიცარნი ქვისანი, ვითარცა პირველნი იგი, და აღმოგუალე ჩემდა მთად და ქმენ შენ კიდობანი ძელისაჲ.
და დავწერენ ფიცართა Page of ms. P: 94V მათ სიტყუანი იგი, რაოდენნი წერილ იყვნეს ფიცართა მათ პირველთა, რომელ შეჰმუსრენ, და დასხენ იგინი კიდობანსა მას.
და ვქმენ კიდობანი იგი ძელთაგან ულპოველთაჲ, და გამოვჰკუეთენ ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ვითარცა პირველნი იგი, და აღვედ მე მთად. და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა.
და დაწერნა ფიცართა მათ წერილისა მისებრ პირველისა ათნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ მთასა მას ზედა შორის ცეცხლსა. და მომცნა მე იგინი უფალმან.
და მოვიქეც და გარდამოვედ მიერ მთით და შთავსხენ ფიცარნი იგი კიდობანსა მას. რომელ ვქმენ. და იყვნეს იგინი მუნ, ვითარცა მამცნო მე უფალმან.
და ძენი ისრაჱლისანი აღიძრნეს ბეროთით ძეთაგან იოაკიმისთა. და მუნ მოკუდა აჰრონ და დაეფლა, და მღდელობდა ელიაზარ, ძჱ მისი, მის წილ.
და მიერ აღიძრნეს კადკადდ და [კად]კადით - იტაბედ, ქუეყანად ჴევისა მის ნაწილთაჲსა.
მას ჟამსა შინა განაჩინა უფალმან ტომი ლევისი აღებად კიდობნისა შჯულისა უფლისა წარდგომად წინაშე უფლისა მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე აქა დღედმდე.
ამისთჳს არა არს ლევიტელთა ნაწილი და სამკჳდრებელ შორის ძმათა მათთა, უფლისა ღმრთისა ნაწილ არს მათა, ვითარცა ჰრქუა მათ.
და მე ვდეგ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და შეისმინა ჩემი უფალმან მას ჟამსა შინა და არა ინება მოსრვაჲ თქუენი.
და მრქუა მე უფალმან: ვიდოდე, წარვედ წინაშე ერისა მაგის და შეხჳდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა.
Page of ms. P: 110V და აწ, ისრაჱლ, რასა უფალი ღმერთი ეძიებს შენგან? არამედ რაჲთა გეშინოდის მისა და ხჳდოდი ყოველთა გზათა მისთა, და შეიყუარო იგი და მსახურებდე უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა.
და დაიცვნე მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი და სამართალნი მისნი, რაოდენსა გამცნებ შენ დღეს, რაჲთა კეთილი გეყოს შენ.
აჰა ესერა უფლისა ღმრთისა შენისა არიან [ცანი და] ცანი ცათანი და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა;
რამეთუ მამანი თქუენნი გამოირჩინა შეყუარებად იგინი. და გამოირჩინა ნათესავნი მათნი შემდგომად მათსა თქუენ უფროჲს ყოველთა ნათესავთა, ვითარცა-ესე დღეს.
და აწ წინადაიცჳთეთ გულ-ფიცხელობაჲ ეგე თქუენი და ქედი თქუენი არ\ღარა Page of ms. P: 111R განიფიცხოთ;
რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ესე არს ღმერთი დიდი და ძრიელი, ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფალთაჲ, რომელმან არა თუალ-ახუნის, არცა მიიღის ქრთამი.
ყვის სასჯელი მწირისაჲ, და უყუარან მას მწირნი, მოცემად მათა პური და სასუმელი.
გიყუარდინ თქუენცა მწირნი, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.
უფლისა ღმრთისა გეშინოდენ და მას მხოლოსა მსახურებდი და სახელსა მისსა ფუცევდი.
რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი, რომელმან ყო დიდ-დიდი, რომელი იხილეს თუალთა შენთა.
სამეოც და ათხუთმეტითა სულითა შთავიდეს მამანი თქუენნი ეგჳპტედ, ხოლო აწ ესერა გყვნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.