ისმინე, ისრაჱლ: შენ წიაღხუალ დღეს იორდანესა შესლვად და დამკჳდრებად ნათესავთა მრავალთა დიდთა და უძრიელჱსთა თქუენსა და ქალაქთა მოზღუდვილთა ვიდრე ცადმდე;
ერსა დიდსა და ფრიადსა და ასაკ-გრძელთა ძეთა ენაკისთა, სადა-იგი იყავ და გესმინა: ვინ წინა-აღუდგეს წინაშე ძეთა ენაკისთა?
და სცნა დღეს, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე წარგიძღუეს წინაშე პირსა შენსა. ცეცხლ განმლეველ არს უფალი ღმერთი შენი. ამან მოსრნეს და ამან თავადმან უფალმან წარიქცინეს იგინი პირისაგან თქუენისა და წარწყმიდნეს იგინი ადრე, ვითარცა-იგი გრქუა შენ.
ნუუკუე სთქუა გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავი ესე პირისაგან შენისა, ვითარმედ: სიმართლისათჳს ჩემისა მომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანასა ამას კეთილსა, Page of ms. P: 73V არამედ უღმრთოებისათჳს მათ ნათესავთაჲსა [მოსრნა იგინი უფალმან] პირისაგან შენისა.
არა თუ სიმართლისა შენისათჳს და არცა სიღირსისათჳს გულისა შენისა შეხუალ დამკჳდრებად ქუეყანასა მათსა, არამედ უღმრთოებისათჳს მათ ნათესავთაჲსა უფალი მოსრავს პირისაგან შენისა, და რაჲთა დაამტკიცოს აღთქუმაჲ თჳსი, რომელ ეფუცა მამათა შენთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს.
და სცნა დღეს, რამეთუ არა სიმართლისა შენისათჳს უფალი ღმერთი შენი მიგცემს შენ ქუეყანასა მას კეთილსა დამკჳდრებად, რამეთუ ერი ქედ-ფიცხელი ხარი შენ.
Page of ms. P: 93R მოიჴსენე და ნუ დაივიწყებ, რაოდენ-იგი განარისხე უფალი ღმერთი შენი უდაბნოსა ზედა, ვინაჲთ დღითგან გამოხუედ ქუეყანით ეგჳპტით ვიდრე მოსლვადმდე ადგილსა მას, ურჩებით აღასრულეთ უფლისა მიმართ.
და ქორებსცა განარისხეთ უფალი ღმერთი და განრისხნა თქუენ ზედა მოსრვად თქუენდა.
და აღსლვასა მას ჩემსა მთად მოღებად ორთა მათ მცნებათა შჯულისათა, რომელი-იგი დაგიდვა შჯული უფალმან, და ვიყავ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, Page of ms. P: 93V პური არა ვჭამე და წყალი არა ვსუ.
და მომცნა მე უფალმან ორნი ფიცარნი ქვისანი, დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა, და მას წერილ იყვნეს ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი, რომელთა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ.
და იყო, მეორმეოცესა დღესა და მეორმეოცესა ღამესა მომცნა მე უფალმან ორნი იგი ფიცარნი შჯულისანი.
და მრქუა მე: აღდეგ და გარდაგუალე ამიერ ადრე, რამეთუ უსჯულო იქმნა ერი იგი შენი, რომელი აღმოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, და გარდაჰჴდეს გზისა მისგან, რომელი ამცენ მათ, რამეთუ იქმნეს თავისა თჳსისა კერპი.
და მრქუა მე [უფალმან]: გეტყოდე შენ ერთ-გზის და ორ-გზის და გარქუ: ვიხილე ერი ესე, და აჰა ესერა ქედ-ფიცხელი არს.
მაცადე და მოვსრნე იგინი და აღვჴოცო სახელი მათი ცასა ქუეშე; და გყო შენ ნათესავად დიდად და უძრიელჱს ამათსა ფრიად.
და მოვიქეც და გარდამოვჴედ მიერ მთით, და მთაჲ იგი ეგზებოდა ცეცხლითა. და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა.
და ვიხილე, რამეთუ სცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და იქმენით თავისა თქუენისა კერპი და გარდაჰჴედით გზისა მისგან, რომელი გამცნო თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.
და მოვიხუენ ორნი იგი ფიცარნი და დავსთხიენ ორთაგანვე ჴელთა ჩემთა და დავმუსრენ იგინი წინაშე თქუენსა.
და ვევედრე წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი პირველ, მეორედ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არა ვჭამე და წყალი არა ვსუ ყოველთა ცოდვათა თქუენთათჳს, რომელ სცოდეთ ყოფად ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა განრისხებად იგი.
და შეშინებულ ვარ გულის-წყრომისა მისისა და რისხვისა, რამეთუ განრისხნა უფალი თქუენ ზედა სრულიად მოსრვად თქუენდა. და შეისმინა ჩემი უფალმან მას ჟამსა შინა.
და აჰრონის ზედა განრისხნა უფალი ფრიად მოსპოლვად მისა; და ვილოცე აჰრონისთჳს მას ჟამსა შინა.
და ცოდვაჲ იგი თქუენი, რომელ ჰქმენით, Page of ms. P: 94R ჴბოჲ იგი მოივიღე და დავწჳ იგი ცეცხლითა, შევმუსრე და მოვგალე ფრიად, ვიდრემდის იქმნა იგი ვითარცა მტუერი, და შთავაბნიე ჴევსა მას, რომელი გარდამოვალს მთისა მისგან.
და ცეცხლით შემწუარსა მას და გამოცდასა მას და საფლავთა მათ ზედა გულის-თქუ მისათა განმარისხებელ იყვენით უფლისა ღმრთისა თქუენისა.
და ოდეს წარგავლინნა თქუენ უფალმან კიდჱთ ბარნისაჲთ და გრქუა: აღვედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ, რომელი მიგეც თქუენ, და ურჩ ექმნენით უფალსა ღმერთსა თქუენსა და სიტყუათა მისთა და არა გრწმენა მისი, არცა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ;
და ურჩ ექმნენით უფალსა, ვინაჲთგან გამოგიცხადა თქუენ.
და ვევედრე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, რაოდენ-იგი ვევედრე, რამეთუ თქუა უფალმან მოსრვაჲ თქუენი.
და ვილოცე უფლისა მიმართ და ვთქუ: უფალო ღმერთო, მეუფეო ღმერთთაო, ნუ მოსრავ ერსა შენსა და ნაწილსა შენსა, რომელ იჴსენ ძალითა შენითა დიდითა, რომელნი გამოიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
მოიჴსენე აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, მსახურნი შენნი, ნუ ჰხედავ სიფიცხესა ამის ერისასა, უღმრთოებასა და ცოდვასა მათსა.
ნუუკუე იტყოდიან მკჳდრნი მის ქუეყანისანი, ვინაჲ-იგი გამომიყვანენ ჩუენ, და თქუან, რამეთუ: ვერ შეუძლო უფალმან შეყვანებად ქუეყანასა მას, რომელი ჰრქუა მათ მიცემად, რამეთუ სძულდეს იგინი და მისთჳს განიყვანნა მოსრვად უდაბნოსა ზედა.
და ესე ერი შენი და ნაწილი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა.