TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 64
Previous part

Chapter: 8  
თავი 8


Verse: 1   Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 72R   ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა გამცნებ თქუენ დღეს, დაიმარხენით ყოფად, რაჲთა სცხონდეთ და განმრავლდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა თქუენთა.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენოთ ყოველივე იგი გზაჲ, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან უდაბნოსა მას, რაჲთა განგაბოროტოს და გამოგცადოს შენ და გამოცადოს გული შენი, და-ძი-იმარხნე მცნებანი მისნი ანუ არა.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ბოროტი გიყო შენ, დაგამშია შენ, და გაჭამა მანანაჲ უდაბნოსა ზედა, რომელი არა იცო\დეს Page of ms. P: 72V   მამათა შენთა, რაჲთა გითხრას შენ, რამეთუ არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა, ცხონდების კაცი.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
სამოსელი შენი არა განკფდა შენგან, ფერჴი შენი არა გამოგტკუფეს.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და სცნა გულითა შენითა, რამეთუ ვითარცა-ვინ სწავლინ კაცი შვილსა თჳსსა, ეგრჱთ გსწავლიდა შენ უფალი.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაიმარხენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი სლვად გზათა მისთა და რაჲთა გეშინოდის მისა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფალსა ღმერთსა შენსა შეჰყავ შენ ქუეყანასა მას კეთილსა და ფრიადსა, სადა-იგი ჴევნი წყალთანი და წყარონი უფსკრულთანი გამოვლენ ველთაგან მისთა;
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ იფქლისა და ქრთილისაჲ, ვენაჴოანი და ლეღოანი, ბროწეულისაჲ, ქუეყანაჲ ზეთის-ხილისაჲ, ზეთისა და თაფლისაჲ;
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არა ნაკლულევანებით სჭამდენ პურსა შენსა, და არა გაკლდეს მას ზედა, რომლისა ქვანი მისნი არიან რკინა, და ქვათაგან მისთა გამოჰკუეთნე რვალნი.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
სჭამდე და განსძღებოდი, და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას კეთილსა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, ვითარმცა არა დაიმარხენ მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი, რაოდენთა გამცნებ შენ დლეს.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ნუუკუე სჭამდე რაჲ და განსძღებოდი და სახლებსა კეთილსა იშჱნებდე და დაიმკჳდრო მას შინა;
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ცხოვარი და ზროხაჲ და განგიმრავლდეს შენ, ოქროჲ და ვეცხლი შენი და ყოველი, რაჲ იყოს შენი;
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და აჰმაღლდე გულითა შენითა და დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა;
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რომელმან მოგიყვანა შენ უდაბნოსა მას დიდსა და საშინელსა, სადა-იგი გუელი და ღრიაკალი კბენდა Page of ms. P: 73R   და სადა-იგი არა იყო წყალი, რომელმან გამოგიდინა შენ წყაროჲ წყლისაჲ კლდისაგან;
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
... რომელი არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რაჲთა ბოროტი გიყოს შენ და გამოგცადოს და კეთილი გიყოს შენ უკუანაჲსკნელ.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ ძალმან ჩემმან და სიმტკიცემან მკლავისა ჩემისამან მიყო მე ძალი ესე დიდი.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენო უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან მოგცა შენ ძალი ყოფად ძრიელებისა, რაჲთა დაამტკიცოს აღთქუმაჲ მისი, რომელ ეფუცა მამათა შენთა, ვითარცა-ესე დღეს.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და მიხჳდე შედგომად ღმერთთა უცხოთა და მსახურებდე მათ, გიწამებ თქუენ ცასა და ქუეყანასა, წარწყმედით წარწყმდეთ.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ვითარცა-იგი სხუანი ნათესავნი, რომელნი უფალმან ღმერთმან წარწყმიდნა პირისაგან შენისა, ეგრე წარსწყმდეთ ამისთჳს, რამეთუ არა ისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.