უკუეთუ შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალ დამკჳდრებად მას შინა, და აღიხუნეს ნათესავნი იგი დიდ-დიდნი და მრავალნი პირისაგან.
Page of ms. P: _ Page of ms. L: 94R და მოგცნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა Page of ms. L: 94V და მოსრნე იგინი, არა აღუთქუა აღთქუმაჲ მათ თანა, არცა შეიწყალნე იგინი.
და არცა ემზახო მათ, ასული შენი არა მისცე ძესა მისსა და არცა ასული მისი მოჰგუარო ძესა შენსა,
რამეთუ განდრიკოს ძჱ შენი ჩემგან და ჰმსახუროს ღმერთთა უცხოთა და განგირისხნეს შენ უფალი ღმერთი შენი.
და ესრეთ უყავ მათ: ბომონნი მათნი დაარღუიენით და ძეგლები მათი შემუსრეთ და [კერპები], მათი სერტყები მოკაფეთ და გამოქანდაკებულნი იგი კერპნი მათნი დაწუენით ცეცხლითა,
რამეთუ ერი წმიდაჲ ხარ შენ უფლისა ღმრთისა შენისა და შენ გამოგირჩია უფალმან მყოფ მისა ერად მოგებულად უფროის ყოველთა ნათესავთა. რავდენნი არიან Page of ms. L: 95R პირსა ზედა ქუეყანისასა.
არა თქუენ უმრავლეს ხართ სხუათა ნათესავთა და მისთჳს გამოგირჩინა თქუენ უფალმან, რამეთუ თქუენ ხართ უმცირეს ყოველთა ნათესავთა.
ამისთჳს უყუართ თქუენ უფალსა და დაიმარხა ფიცი იგი, რომელ ეფუცა მამათა თქუენთა, და გამოგიყვანა თქუენ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გიჴსნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან სახლისაგან კირთებისა და ჴელთაგან ფარაო მეფისათა,
და სცნა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი, _ ესე არს ღმერთი სარწმუნოი, რომელმან დაუმარხის აღთქუმაჲ მისი და წყალობაჲ მოყუარეთა მისთა და რომელთა დაიმარხნიან მცნებანი მისნი [ვიდრე] ათასამდე ნათესავად.
და მიაგის წინაშე პირისპირ მოძულეთა მისთა Page of ms. L: 95V მოს[რვაჲ და მისაგებელი], არა ყო[ვნის პირის]პირ მიგე[ბად ...].
Page of ms. L: _ Page of ms. P: 53R რამეთუ უფალი ღმერთი შენ შორის არს, ღმერთი დიდი და ძრიელი.
და მოსპნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი იგი პირისაგან შენისა მცირედ-მცი რედ; ვერ ჴელ-გეწიფების ადრე მოსრვაჲ მათი, რაჲთა არა ქუეყანაჲ მოოჴრდეს და მჴეცი ველისაჲ განმრავლდეს შენ ზედა.
და მოგცნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა, და წარსწყმიდნე იგინი წარწყმედითა დიდითა.
და მოგცნეს მეფენი მათნი ჴელთა თქუენთა და წარწყმიდოს სახელები მათი ჴელისაგან თქუენისა და წარწყმდენ იგინი ადგილით მათით; არავინ წინა-აღგიდგეს თქუენ წინაშე პირსა თქუენსა, ვიდრე მოსრნეთ იგინი.
გამოქანდაკებულნი კერპნი მათნი დაწუენით ცეცხლითა, ნუ გული გითქუამნ ოქროსა და ვეცხლსა მათსა მოღებად თავისა შენისა მისგან, ნუუკუე სცთე, რამეთუ საძაგელ არს იგი უფლისა ღმრთისა შენისა.
და არა შეიღო საძაგელი სახიდ შენდა, და შეჩუენებულ იყო შენ ვითარცა იგინი; მოწყინებით მოიწყინო და მოძაგებით მოიძაგო, რამეთუ შეჩუენებულ არს.