TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 62
Previous part

Book: Deut.  
მეორე შჯულისაჲ



Chapter: 6  
თავი 6


Verse: 4   Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 52R   ისმინე, ისრაჱლ, უფალი ღმერთი შენი უფალი მხოლოჲ არს.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ სიტყუანი ესე, რომელთა გამცნებ შენ დღეს, გულსა შენსა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იტყოდი მათ ჯდომასა შენსა სახლსა შინა და სლვასა შენსა გზასა ზედა, და წოლასა და აღდგომასა შენსა.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შეიბნე იგინი სასწაულად ჴელსა შენსა და იყვნენ შეურყეველ წინაშე თუალთა შენთა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დასწერნე წყირთლთა სახლისა შენისათა და ეზოთა შენთა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა მამათა თქუენთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მოცემად შენდა ქალაქები დიდ-დიდი და კეთილი, რომელ შენ არა აღაშჱნე,
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და სახლები სავსჱ ყოვლითა კეთილითა, რომელ შენ არა აღავსენ, ჯურღმულნი აღმოკუეთილნი, რომელ შენ არა აღმოჰკუეთენ, ვენაჴოვანნი და ზეთის-ხილოვანნი, რომელ შენ არა დაჰნერგენ, და სჭამდე რაჲ და განსძღებოდი.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას Page of ms. P: 52V   მხოლოსა მსახურებდი და სახელსა მისსა ფუცევდი.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არა მიხჳდე შედგომად ღმერთთა უცხოთა, ღმერთთა მათ წარმართთასა, რომელნი იყვნენ გარემოჲს თქუენსა.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ღმერთი მოშურნე არს, უფალი ღმერთი შენი, რომელ არს შენ თანა, ნუუკუე განგირისხნეს უფალი ღმერთი შენი და მოგსრას შენ პირისაგან ქუეყანისა.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
არა განსცადო უფალი ღმერთი შენი, ვითარცა-იგი განცადეს გამოცდასა მას.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
დაცვით დაიცვნე მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი და სამართალნი მისნი, რაოდენთა გამცნებ შენ.
Verse: 18     
და ჰქმნე კეთილი და სათნო წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ, შეხჳდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ იგი კეთილი, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი მამათა შენთა
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
განდევნებად ყოველთა მტერთა შენთა პირისაგან შენისა, ვითარცა-იგი გეტყოდა შენ უფალი.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს-იგი გკითხვიდეს შენ ძჱ შენი ხვალე და ჰრქუას: რაჲ არიან წამებანი ესე და სამართალნი, რომელ გამცნო თქუენ უფალმან?
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და შენ უთხარ ძესა შენსა: მონაჲ ვიყავ ფარაოჲსი ეგჳპტეს შინა და გამომიყვანა მე უფალმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მომცა ჩუენ სასწაულები და ნიშები დიდ-დიდი, ბოროტი ეგჳპტეს ფარაოს და სახლსა მისსა წინაშე ჩუენსა.
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ჩუენ მიჴსნნა მიერ, რაჲთა შემიყვანნეს ჩუენ და მომცეს ჩუენ ქუეყანაჲ ესე, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი ჩუენი მამათა ჩუენთა მოცემად ჩუენდა.
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და გუამცნო ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ყოველთაგან სამართალთა, რაჲთა გუეშინოდის უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და რაჲთა კეთილი გუეყოს ჩუენ ყოველთა დღეთა და ვცხონდეთ, ვითარცა-ესე დღეს.
Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მოწყალებაჲ იყოს ჩუენ შორის, უკუეთუ დავიმარხნეთ ყოველნი ესე მცნებანი წინაშე უფლისა ღმრთისა, ვითარცა მამცნო ჩუენ უფალმან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.