Page of ms. P: 276V და ჰრქუა მოსე ნათესავთა ისრაჱლისათა: მოკალნ კაცად-კაცადმან სახლეული თჳსი, რომელნი შეიგინნეს ბელფეგორეს.
და მოვიდა მუნ კაცი Page of ms. P: 277R ძეთაგან ისრაჱლისათაჲ. და მიეახლა დედაკაცსა მადიამელსა წინაშე მოსესა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა. და იგინი სხდეს და ტიროდეს წინაშე კარვისა მის საწამებელისა.
და იხილა ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძის წულმან აჰრონის მღდელისამან, და აღდგა კრებულისა მისგან და მოიღო ჰოროლი ჴელითა თჳსითა.
და მიუჴდა იგი კაცსა მას ისრაიტელსა საპიტალოესა შინა. და სცა ჰოროლი და განგუმირნა იგინი საშოსა ზედა ორნივე: კაცი იგი ისრაიტელი და დედაკაცი იგი მადიამელი. და დასცხრა წყლულებაჲ იგი ძეთაგან ისრაჱლისათა.
და იყვნეს, რაოდენნი მოისრნეს წყლულებითა მით, ოც და ოთხ ათას.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძის წულმან აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაჲ ჩემი ძეთა ზედა ისრაჱლისათა, რამეთუ შურის-გება ყო ჩემთჳს მათ ზედა და არა მოვსრენ ძენი ისრაჱლისანი.
ესრე არქუ მას: აჰა ესერა აღგითქუამ აღთქუმასა მას მშჳდობისასა.
და იყოს შემდგომად მისა და ნათესავისა მისისა აღთქუმაჲ საუკუნოჲ მღდელობისაჲ, ამისთჳს რამეთუ შურდა ღმრთისა თჳსისაჲ და იჴსნნა ძენი ისრაჱლისანი.