TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 60
Previous part

Chapter: 24  
თავი 24


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ იგი ისრაჱლისაჲ, არა მივიდა კითხვად უფლისა, ვითარცა-იგი ჩუეულ იყო ზმნებითა, და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალაამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული ნათესავად-ნა თესავად და იხილა სული ღმრთისაჲ მის ზედა.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და აღიღო იგავი თჳსი და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან, კაცმან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა;
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რომელმან ხილვაჲ ღმრთისაჲ იხილა ძილსა შინა ზე მხილვარითა თუალითა თჳსითა:
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვითარ კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, და კარავნი შენნი, ისრაჱლ!
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ვითარ მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარეთა ზედა და კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან, და ვითარცა ნაძჳ წყლის კიდესა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
გამოჴდეს ნათესავისაგან მისისა და ეუფლოს ნათესავთა მრავალთა, და ამაღლდეს მეუფებაჲ მისი და აღორძნდეს.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ღმერთი უძღოდა მათ ეგჳპტეს; ვითარცა მარტორქისა დიდებაჲ მისი; შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხჱ მისი ტჳნითურთ გამოსწოოს და ისრითა მისითა ერეოდის მტერთა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ინაჴით განისუენოს ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, Page of ms. P: 84V   ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ იყვნენ, და მწყევარნი მისნი წყეულ იყვნენ.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და განრისხნა გულის-წყრომით ბალააკ მის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი, და ჰრქუა ბალააკ ბალაამს: წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და აჰა ესერა კურთხევით აკურთხენ მესამედ.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და აწ ივლტოდე ადგილად შენდა. ვთქუ, ვითარმედ გადიდო შენ, და აწ ჴუებულ იქმენ დიდებისაგან ჩემისა.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა მოციქულთაცა შენთა, რომელ მოავლინენ ჩემდა, ვარქუ-მეთქი.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
მო-ღათუ-მცეს ბალააკ სახლი სავსჱ ვეცხლითა გინა ოქროჲთა, ვერ შეუძლო გარდასლვად სიტყუასა უფლისასა ყოფად მისა კეთილად ანუ ბოროტად თავით ჩემით, არამედ რაოდენი მრქუას მე უფალმან, ესე ვთქუა მე.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და აჰა ესერა წარვალ [ადგილდ ჩემდა]; მოვედ და გაზრახო, რაჲ უყოს ერმან მან ერსა მაგას შენსა აღსასრულისა დღეთა.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან, რომელსა ჭეშმარიტად ესმოდეს სიტყუანი ღმრთისანი.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მეცნიერ იყო მეცნიერებასა ღმრთისასა და ხილვაჲ ღმრთისაჲ იხილა ძილსა შინა, ზე ხილულ იყვნეს თუალნი მისნი.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
უჩინო მას და არა აწ; ჰნატრო და არა მახლობელად. გამობრწყინდეს ვითარცა ვარსკლულავი იაკობისგან, და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისანი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.