TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 59
Previous part

Chapter: 23  
თავი 23


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადენ შჳდნი ზუარაკნი და შჳდნი ვერძნი.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ყო ეგრე ბალააკ, ვითარცა ჰრქუა ბალაამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა შენსა ზედა, და წარვიდე. და Page of ms. P: 83R   გამომეცხადოს მე ღმერთი ჩუენებით, და სიტყუაჲ, რომელი გამოაჩინოს, გითხრა შენ. და დადგა ბალააკ შესაწირავსა მას მისსა ზედა.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ბალაამ მივიდა კითხვად მისა ღმრთისა, და მივიდა მართლ. და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და ჰრქუა ბალაამ: შჳდნი ბომონნი მიმზადებიან და შემიწირავს ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოსცა უფალმან სიტყუაჲ პირსა ბალაამისსა და [ჰრქუა]: ესრე არქუ.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მიიქცა მისსა, ხოლო იგი დგა მრგულიად-დასაწუველთა მათ მისთა ზედა და ყოველნი მთავარნი მოაბისანი მის თანა. და იყო სული ღმრთისაჲ მის ზედა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: შუამდინარით მომხადა მე ბალააკ მეფემან მოაბისამან მთავართაგან აღმოსავალისათა და თქუა: მოვედ და დაწყევე იაკობი, და მოვედ და დაწყევე ისრაჱლი.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რაჲ ვსწყეო, რომელსა არა სწყევს უფალი? ანუ რაჲ დავწყეო, რომელსა არა სწყევს ღმერთი?
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
არამედ თავთაგან მთათაჲსა ვიხილო იგი ბორცუთაგან განვიცადო იგი; აჰა ესერა ერი მარტოჲ დაეშჱნოს და შორის წარმართთა შეირაცხოს.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი ანუ ვინ აღრაცხოს დასები ისრაჱლისაჲ? მოკუედინ სული ჩემი სულისა თანა მართალთაჲსა, და იყავნ ნათესავი ჩუენი ვითარცა ნათესავი მათი.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალააკ ბალაამს: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და აჰა ესერა აკურთხენ კურთხევით.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა ვთქუა, რომელი მომცეს ღმერთმან პირსა ჩემსა, ამას ვეკრძალო სიტყუად?
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას ბალააკ: მოვედ ჩემ თანა მერმეცა ადგილსა სხუასა, ვინაჲ არა იხილო იგი მიერ, არამედ მცირედი რაჲმე მისი იხილო, და დაწყევე იგი მიერ.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და წარიყვანა იგი Page of ms. P: 83V   აგარაკით ებგურთაჲთ თავად გამოთლილისად და აღქმნნა მუნ შჳდნი ბომონნი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა მაგას შენსა ზედა და მე მივიდე კითხვად ღმრთისა.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და შეემთხჳა ღმერთი ბალაამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისა და ესრე არქუ.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მოიქცა იგი. და ბალააკ დგა მრგულიად-დასაწუველსა მას მისსა ზედა, და ყოველნი მთავარნი მის თანა და ჰრქუა მას: რაჲ გრქუა შენ ღმერთმან?
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: აღდეგ, ბალააკ, ისმინე და ყურად-იღე მოწამემან, ძემან სეფორისმან.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღჳძებად და არცა ვითარცა ძჱ კაცისაჲ რისხვად. მან თქუას [და] არა ყოს? თქჳს და არა დაადგრის?
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა კურთხევად მიწყიეს; ვაკურთხო და არა მოვაქციო.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა იყოს შრომაჲ შორის იაკობსა. არა იხილოს სალმობაჲ შორის ისრაჱლსა. უფალი ღმერთი მისი მის თანა არს და დიდებულნი მთავარნი შორის მისა.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ღმერთი არს, რომელმან გამოიყვანა იგი ეგჳპტით ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ.
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა არს ზმნაჲ შორის იაკობსა, არცა მისნობაჲ შორის ისრაჱლსა. ჟამად-ჟამად ეთხრას იაკობსა და ისრაჱლსა, რაჲცა ქმნას ღმერთმან.
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ერმან, ვითარცა ლეკუმან ლომისამან, განიღჳძოს და ვითარცა ლომი იბრდღუენდეს; არა დაიძინოს, ვიდრემდის არა ჭამოს ნადირი და სისხლი წყლულთაჲ სუას.
Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალააკ ბალაამს: ნუცა წყევით სწყევ მას და ნუცა კურთხევით აკურთხევ მას.
Verse: 26   Link to mcat Link to sept   
მიუგო ბალაამ ბალააკს და ჰრქუა მას: არა გეტყოდეა შენ და გარქუ, ვითარმედ: სიტყუაჲ, რომელი მრქუას Page of ms. P: 84R   ღმერთმან, იგი ვყო?
Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალააკ ბალაამს: მოვედ და მიგიყვანო სხუასა ადგილსა, სთნდეს თუ ხოლო ღმერთსა და დაწყევე იგი მიერ.
Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და წარიყვანა ბალააკმან ბალაამი თავსა მას ზედა ფოგორისასა, რომელი მიიწევის უდაბნოდ.
Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადენ მე შჳდნი ზუარაკნი და შჳდნი ვერძნი.
Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ყო ეგრე ბალააკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალაამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.