Page of ms. P: 50V და აღიძრნეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს აღმოსავალით კერძო მოაბისა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.
და იხილა ბალააკ, ძემან სეფორისმან, ყოველი, რაჲცა უყო ისრაჱლმან ამორეველთა;
და შეეშინა მოაბსა ერისა მისგან, რამეთუ ფრიად მრავალ იყვნეს, და ზარი განჰჴდა მოაბსა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.
და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწღა აღალოშნოს კრებულმან ისრაჱლისა მან ყოველი, რაჲცა იყოს გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღალოშნის ზროხამან მწუანვილი თივისაჲ. და ბალააკ, ძჱ სეფორისი, მეფე მოაბისაჲ, იყო მას ჟამსა ოდენ.
და მოავლინნა მოხუცებულნი მოციქულად ბალაამისა, ძისა ბეორისა, ფათურაჲსა, რომელ არს მდინარესა ზედა, და ქუეყანასა ზედა ერისა თჳსისასა გამოცდად მისა და ჰრქუა მას ...
Page of ms. P: 51R ... იწროსა, რომლისა ვერ იყო მისაქცეველ მარჯულ, ვერცა მარცხლ.
და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისაჲ და დაჯდა იგი ქუეყანასა ფერჴთა ზედა ბალაამისთა. და განრისხნა ბალაამ და სცემდა კუერთხითა ვირსა მას.
და აღუღო ღმერთმან პირი ვირსა მას და ჰრქუა ბალაამს: რაჲ გიყავ, რამეთუ ესე მეც მე სამ-გზის?
და ჰრქუა ბალაამ ვირსა მას: რამეთუ დამიწუნე, და თუმცა მქონდა მახჳლი ჴელსა შინა ჩემსა, მუნთქუესვემცა განგგუმირე შენ.
და ჰრქუა ვირმან მან ბალაამს: არა-მე იგი ვირი შენი ვირია, რომელსა ზედა სჯდი სიჭაბუკით შენითგან ვიდრე მოდღენდელად დღედმდე? ანუ შეურაცხებით შეურაცხ-გყავ შენ? და მან თქუა: არა.
და განახუნა ღმერთმან თუალნი ბალაამისნი, და იხილა ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარჱ წინაშე ვირსა, და მახჳლი ჴდილი ჴელსა შინა მისსა, და დადრკა თაყუანის-ცე მად პირსა ზედა.
და ჰრქუა მას ანგელოზმან ღმრთისამან: რად ეც ვირსა მაგას შენსა ესე სამ-გზის? და აჰა ესერა მე გამოსრულ ვარ დაბრკოლებად შენდა. არა მართალ არს გზაჲ ეგე შენი წინაშე ჩემსა;
და მიხილა მე ვირმან მაგან შენმან და მიაქცია ჩემგან და ესე სამ-გზის. აწ შენმცა მოგკალ და ესემცა განვარინე.
და ჰრქუა ბალაამ ანგელოზსა მას: უფალო, ვცოდე, რამეთუ არა ვიცოდე, რამეთუ შენ სდგა გზასა ზედა დაყდუნებად ჩემდა; და აწ თუ არა გთნავს შენ, უკუნვიქცე.
და ჰრქუა ანგელოზმან მან [ბალაამს]: მივედ კაცთა მათ თანა, გარნა სიტყუაჲ, რომელი გრქუა შენ, დაიკრძალე სიტყუად. და წარვიდა ბალაამ მთავართა თანა ბალააკისთა.
და ესმა ბალააკს, ვითარმედ მოვალს ბალაამ, და მოვიდა წინა-მიგებებად მისა ქალაქად მოაბისა Page of ms. P: 51V საზღვართა ზედა არნონისათა, რომელ არს კიდეთა საზღვართასა.
ჰრქუა ბალააკ ბალაამს: არა მოვავლინენა შენდა ხადილად? რაჲსათჳს არა მოხუედ ჩემდა? ანუ ნანდჳლ ვერ შემძლებელ ვარა პატივის-ცემად შენდა?
ჰრქუა ბალაამ ბალააკს: აჰა ესერა მოვედ შენდა; აწ შემძლებელ მე რაჲ ვიყოა სიტყუად რასამე? გარნა სიტყუაჲ, რომელი მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, ესე ვთქუა.
და მოვიდა ბალაამ ბალააკის თანა და მოვიდეს ქალაქთა ბალააკისთა.
და დაკლა ბალააკ ცხოვარი და ზროხაჲ და მიუძღუანა ბალაამს, და მთავარნი იყვნეს მუნ.
Page of ms. P: 82V და იყო განთიად, წარიყვანა ბალააკმან ბალაამი და აღიყვანა იგი ძეგლსა ზედა ბალაამისასა და აჩუენა მიერ მცირედი რაჲმე მის ერისაგანი.