TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 67
Previous part

Chapter: 11  
თავი 11


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და დაიცვნე საცავნი მისნი და სამართალნი მისნი და მცნებანი მისნი და მსჯავრნი მისნი ყოველთა დღეთა.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და სცნათ, რამეთუ არა ყრმანი თქუენნი, რომელთა არარაჲ იცოდიან, არცა იციან სწავლაჲ უფლისა შენისაჲ და დიდებულებანი და ნიშნი მისნი
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და სასწაულნი, რომელ ქმნნა შორის ეგჳპტესა და ქუეყანასა მათსა.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და რაჲ-იგი უყო ერსა მას ეგჳპტისასა: ეტლები მათი და ცხენები მათი ვითარ-იგი წარღუნნა წყალმან მან მეწამულისა ზღჳსამან წინაშე პირსა თქუენსა, რაჟამს-იგი გდევნიდეს შედგომად თქუენსა, და წარწყმიდნა იგინი უფალმან ღმერთმან თქუენმან ვიდრე დღენდელად დღედმდე;
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და რაოდენი გიყო თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან უდაბნოსა ზედა, ვიდრემდის მოხუედით თქუენ ადგილსა მას;
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და რაოდენი უყო დათანსა და აბირონს, ძეთა ელიაბისთა, ძისა რუბენისთა: ვითარ-იგი განაღო პირი ქუეყანამან და შთანთქნა იგინი და სახლები მათი და კარვები მა[თი და ყოველი მონა]\გები Page of ms. P: 111V   მათი შორის ყოველსა ისრაჱლსა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
თუალნი თქუენნი ხედვიდეს ყოველთა საქმეთა უფლისა ღმრთისათა დიდ-დიდთა, რაოდენნი ქმნნა ჩუენ შორის.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
დაიმარხენით ყოველნი მცნე[ბანი მი]სნი. რაოდენსა მე გამცნებ შენ დღეს, რაჲთა სცხონდეთ და განჰმრავლდეთ და დაიმკჳდოთ ქუეყანაჲ იგი, რომელსა წიაღხუალთ თქუენ იორდანესა დამკჳდრებად;
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რაჲთა დღეგრძელ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა ზედა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა თქუენთა მოცემად მათა და ნათესავთა მათთა შემდგომად მათსა ქუეყანაჲ, გამომდი ნარჱ სძისა და თაფლისაჲ.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არს ქუეყანაჲ იგი, რომელსა მიხუალთ დამკჳდრებად მას ზედა, არა ვითარ ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ არს, ვინაჲ-იგი გამოხუედ შენ, რაჟამს იგი სთესიან, მორწყიან ფერჴითა ვითარცა მტილი მხალთაჲ.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ხოლო ქუეყანაჲ იგი მთოვანი და [ველოვ]ანი, [რომელსა თქუენ შეხუალთ დამკჳდრე ბად], ზეცით გარდამო წჳმისასა სუმიდეს წყალსა.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ, რომელსა უფალი ღმერთი შენი ხედავს მარადის, თუალნი უფლისა ღმრთისა შენისანი მას ზედა არიან დასაბამითგან წელიწადისაჲთ ვიდრე აღსრულებადმდე წელიწადისა.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ სმენით ისმინნეთ ყოველნი მცნებანი მისნი, რაოდენთა მე გამცნებ შენ დღეს, რაჲთა გიყუარდეს უფალი ღმერთი შენი და ჰმსახურებდე მას ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამსა თჳსსა მსთუაჲ და მცხუედი, და შეიღო იფქლი შენი და ღჳნოჲ შენი და ზეთი შენი.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოსცეს თივაჲ ველთაჲ საცხოვართა შენთა, და სჭამდე რაჲ, და განსძღებოდი.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე განვრცნეს გული შენი, და გარდაჰჴდე თაყუანის-ცემად ღმერთთა უცხოთა.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და გულის-წყრომით განგირისხნეს უფალი ღმერთი შენი, და დააყენოს ცაჲ, და ქუეყანამან არა გამოსცეს ნაყოფი თჳსი, Page of ms. P: 112R   და წარსწყმდეთ თქუენ ადრე ქუეყანისა მისგან კეთილისა, რომელი-იგი მოგცეს თქუენ უფალმან.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და დაისხენით სიტყუანი ესე გულთა თქუენთა და სულთა თქუენთა და შეიბენით იგინი სასწაულად ჴელთა თქუენთა, და იყვნენ შეურყეველ წინაშე თუალთა თქუენთა.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ასწავნე იგინი შვილთა თქუენთა სიტყუად ჯდომასა სახლსა შინა და სლვასა გზასა ზედა და წოლასა და აღდგომასა.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და დასწერნე იგინი წყირთლთა სახლისა შენისათა და ბჭეთა თქუენთა.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რაჲთა დღეგრძელ იყვნეთ თქუენ და ძენი თქუენნი ქუეყანასა ზედა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ ისმინნეთ ყოველნი მცნებანი, რაოდენთა მე გამცნებ შენ ყოფად დღეს, რაჲთა გიყუარდეს უფალი ღმერთი შენი და ხჳდოდი ყოველთა გზათა მისთა და შეეყვნეთ მას.
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
განასხნეს უფალმან ღმერთმან ყოველნი ესე ნათესავნი პირისაგან თქუენისა და დაიმკჳდროთ თესლები მრავალი და უძრიელჱსი.
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ყოველსა ადგილსა, რომელსა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ უდაბნოჲთგან წინაშე ლიბანისა და მდინარედ დიდად ევფრათად და ვიდრე ზღუადმდე მზის დასავალისა, იყოს საზღვარი თ[ქუენი].
Verse: 25   Link to mcat Link to sept   
არავინ წინა-აღგიდგეს წინაშე პირსა თქუენსა; შიში და ზარი დასდვას უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, რომელსა მიხჳდეთ მას ზედა, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ.
Verse: 26   Link to mcat Link to sept   
აჰა ეგერა მიგცემ წინაშე თქუენსა დღესა კურთხევასა და წყევასა.
Verse: 27   Link to mcat Link to sept   
კურთხევასა, უკუეთუ სმენით ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რაოდენთა გამცნებ მე თქუენ დღეს.
Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და წყევასა, უკუეთუ სცთეთ გზისა მისგან, რომელი გამცენ, და მიხჳდეთ ღმერთთა უცხოთა მსახურებად, რომელნი თქუენ არა იცნით.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 131V   და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან ქუეყანასა მას, რომელსა წიაღხუალთ მუნ დამკჳდრებად მას ზედა, და მოგცეს კურთხევაჲ მთით გერაზნით და წყევაჲ მთით გებალით.
Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ანუ არა აჰა ეგერა იორდანესა უკუანა კერძო გზასა მზის დასავალისასა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელი დამკჳდრებულ არს მზის დასავალით, მახლობელად მუხასა მას მაღალსა?
Verse: 31   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თქუენ წიაღხუალთ იორდანესა. შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომელი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ნაწილად ყოველთა დღეთა, რაოდენ ცოცხალ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა ზედა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.