Page of ms. L: _ Page of ms. P: 279V და იყო მუნ მოსე მთასა ზედა წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არა ჭამა და წყალი არა სუა. და დაწერნა მუნ ფიცართა მათ ზედა ბრძანებანი იგი აღთქუმისანი: ათისა მის მცნებისა შჯულისანი.
და ვითარცა იყო ჟამი გარდამოსლვისა მოსესი მიერ მთით, და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა მისთა. და ვითარცა გარდამოვიდა იგი მთისა მისგან, არა უწყოდა მოსე, ვითარმედ დიდებულებაჲ გარდამოსრულ იყო და დადგრომილ პირსა მისსა.
და იხილა აჰრონ Page of ms. P: 280R და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო ხატი პირისა მისისაჲ დიდებითა ღმრთისაჲთა. ზარი განჰჴდა, რამეთუ შეეშინა და ივლტოდეს და ვერ მიეახლებოდეს.
უწოდა მათ მოსე ჴმითა, და მოიქცეს მისა აჰრონ და ყოველნი მთავარნი მის ერისანი. და იწყო სიტყუად მოსე.
მაშინღა მოეახლებოდეს მას ყოველნი ძენი ისრაჱლისანი. და ამცნებდა მათ ყოველთა ბრძანებათა, რომელთა ეტყოდა მას უფალი მთასა ზედა სინასა.
და ვითარცა აღასრულა მოსე ბრძანებაჲ იგი მათა მიმართ, დაიბურა საბურველი პირსა მისსა.
და ვითარცა შევალნ მოსე წინაშე უფლისა, მოეძუარცის საბურველი და ვიდრე გამოსლვადმდე, და რაჟამს გამოვიდის სიტყუად ერისა მის, დაიბურის საბურველი პირსა.