Page of ms. K: _ Page of ms. L: 316R მას ჟამსა უგალობ\დეს Page of ms. L: 316V ძენი ისრაჱლისანი გალობითა ამით: ჴმითა: უგალობდეთ უფალსა, [რამეთუ] დიდებით დი[დებულ არს], ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა.
შემწე და მფარველ მეყავ ჩუენ მჴსნელად. ესე არს ღმერთი ჩუენი. ვადიდოთ ესე და ღმერთი მამისა ჩუენისაჲ ავამაღლოთ.
ესე უფალი არს, რომელმან შემუსრნა ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი.
ეტლები ფარაოისი და ყოველი ერი მისი შთასთხია ზღუასა, რჩეული მჴედარი მთავართაჲ მათ დაანთქა ზღუასა მას მეწამულსა.
ზღუამან დაფარნა იგინი, დაჴდეს და დაერინეს იგინი სიღრმესა მას უფსკრულთასა, ვითარცა ლოდნი.
მარჯუენაჲ შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯუენემან ჴელმან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი იგი შენნი. Page of ms. L: 317R
სიმრავლითა მით დიდებისა შენისაჲთა შეჰმუსრენ მჴდომნი იგი შენნი, მიავლინე რისხვაჲ გულისწყრომისა შენისაჲ და შეჭამნა იგინი, ვითარცა ლერწამნი.
სულისა მისგან ძლიერებითა გულისწყრომისა შენისაჲთა განიპნეს წყალნი, აზღუდნეს და დადგეს, ვითარცა ზღუდენი, წყალნი ზღუისანი, შეჰყინეს და აზდუდნეს ღელვანი იგი შუა ზღუასა.
თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო, ვგუემო, განვიყო, ნატყუენავითა განვიძღო თავი ჩემი. მოვსრა იგი მახუილითა ჩემითა, უფლებდეს და ამაღლდეს მის ზედა ჴელი ჩემი.
მიავლინე სული შენი, დაფარნა იგინი ზღუამან, დაჴდეს, დაერინეს წყალთა შინა ძლიერთა.
ვინმე არს მსგავს შენ\და Page of ms. L: 317V ღმერთთა შორის, უფალო? ანუ ვინ გემსგავსოს შენ, დიდებულო, წმიდასა შინა? საკუირველ-ჰყავ შენ დიდებითა მით, რომელმან ჰყვი ნიშნები იგი და სასწაულები.
მიჰყავ მარჯუენაჲ შენი, დანთქნა იგინი ქუეყანამან.
უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა შენსა, ამას ერსა, რომელი იჴსენ, ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა მას სიწმიდისა შენისასა.
ესმა წარმართთა, განრისხნეს და სალმობამან შეიპყრნა მკუიდრნი იგი ფილისტიმისანი.
მაშინ ისწრაფეს ერისთავთა მათ ედომისათა და მთავართა მოაბელთა. შიშმან და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი Page of ms. L: 318R და განჰკრთეს ყოველნი მკუიდრნი ქანანისანი.
დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ {!} და ძლიერებითა მკლავისა შენისაითა ქვა იქმნეს იგინი. ვიდრემდის განჴდეს ერი შენი, უფალო, ვიდრემდის განჴდეს ერი ესე შენი, რომელ შენ გამოირჩიე.
ვიდრემდის შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მას სიწმიდისა შენისასა, განმზადებულსა მას და აღსაშენებელსა მკუიდრობისა შენისა, რომელ მოიგე დასაბამითგან სიწმიდჱ, უფალო, რომელ განმზადეს ჴელთა შენთა, უფალო.
უფალი მეუფე არს უკუნისადმდე და უკუნითი უკუნისადმდე.
მერმეცა შევიდა ფარაო ეტლებითურთ და მჴედრები იგი შუა ზღუასა, მოაქცია და დაფარ\ნა Page of ms. L: 318V იგინი წყალმან მან მეწამულისა ზღუისამან; ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს, ვითარცა ჴმელთა, შუა ზღუასა.
და მოიღო მარიამ წინაწარმეტყუელმან, [დამან] მოსესმან და აჰრონისმან, ბობღანი ჴელითა თუისითა და განვიდოდეს მის თანა [ყოველნი დედანი] ბობღნებითა.
და უპირობდა მათ მარიამ და თქუა: უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს: მჴედრები და ჰუნები შთასთხია ზღუასა. {1}.