ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიქცენ და განეწყვენ იგინი წინაშე ღელესა მას შორის მაგდალოსა და შორის ზღუასა მას პირისპირ ბელფესონსა. და წინაშე მათსა განეწყოს ზღუად კერძო.
და ჰრქუა ფარაო ერსა თჳსსა: შესცთეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რამეთუ შეეყენნეს იგინი უდაბნოსა მას.
ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და დევნა-უყოს კუალსა მათსა.
და ვიდიდო მე ფარაოჲს ზედა და ყოველსა ზედა ერსა მისსა და გულისხმა-ყონ მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ ღმერთი. Page of ms. S: 231R და ყვეს ეგრე.
და უთხრეს მეფესა მეგჳპტელთასა, ვითარმედ: ივლტოდა ერთი იგი და გარდაიქცა გული ფარაოჲსი და მსახურთა მისთაჲ ერისა მისთჳს და თქუეს. რაჲ ვყავთ ესე, რამეთუ განუტევენით ძენი ისრაჱლისანი? რად არა გუმონებდეს ჩუენ იგინი?
და აღაგო ფარაო ეტლები თჳსი და ყოველი ერი წარიყვანა მის თანა. და აღიგო ექუსასი ეტლები რჩეული და ყოველი ცხენები ეგჳპტისაჲ და ერისთავები ყოველსა ზედა.
და განაფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, მეფისა მის მეგჳპტელთაჲსაჲ, და მსახურთა მისთაჲ და სდევნიდა ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო ძენი ისრაჱლისანი განვიდეს Page of ms. S: 231V მკლავითა მაღლითა და ჴელითა მტკიცითა.
და დევნა-უყვეს მეგჳპტელთა მათ შემდგომად მათსა და პოვნეს იგინი დაბანაკებულნი ზღუასა მას ზედა, და ყოველი ეტლები და ჰუნეები ფარაოჲსი და მჴედრები და ყოველი ერი მისი წინაშე ღელესა მას პირისპირ ბელფესონსა.
და ფარაო მოვიდოდა. აიხილნეს თუალნი მათნი ძეთა ისრაჱლისათა და იხილნეს, მეგჳპტელნი იგი განწყობილ იყვნეს უკუანაკერძო მთასა, შეეშინა ფრიად.
ღაღადებდეს ძენი ისრაჱლისანი უფლისა მიმართ. და ჰრქუეს მოსეს, ვითარმედ: არა იყოა ეგჳპტეს საფლავები და გამომიყვანენ ჩუენ მოსიკუდიდ Page of ms. S: 232R უდაბნოსა ამას ზედა? რაჲ ესე მიყავ ჩუენ და გამომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით?
ანუ არა ესე სიტყუაჲ არსა, რომელსა გეტყოდეთ შენ ეგჳპტეს და გარქუთ, ვითარმედ: მაცადე ჩუენ, და ვჰმონებდეთ მეგჳპტელთა, ვიდრე მოსრვასა ჩუენსა უდაბნოსა ამას ზედა?
ჰრქუა მოსე ერსა მას: ნუ გეშინინ, დეგით და ხედევდით ჴმასა უფლისა მიერ, რომელი იყოს დღეს ჩუენთჳს. ვითარცა იხილნეთ დღეს მეგჳპტელნი ესე, არღარა შესძინოთ მერმე ხილვაჲ მათი უკუნისამდე ჟამთა.
უფალი ჰბრძოდის თქუენ წილ და თქუენ სდუმნეთ.
ჰრქუა უფალმან მოსეს: რა\სა Page of ms. S: 232V ჰღაღადებ ჩემდა მიმართ? ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა, და აღდგენ.
და შენ აღიღე კუერთხი ეგე შენი და განირათხ ჴელი შენი ზღუასა ზედა, და განიპოს ეგე და შევიდენ ძენი ისრაჱლისანი შორის ზღუასა მას, [ვითარცა] ჴმელით.
და მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და ყოველთა მეგჳპტელთაჲ და შევიდენ შემდგომად თქუენსა. და ვიდიიდო მე ფარაოჲს ზედა და ყოველსა ერსა მისსა და ჰუნეებსა მისსა ზედა,
და გულისხმა-ყონ ყოველთა მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ ღმერთი, რომელი ვიდიდე ფარაოჲს ზედა და ეტლებსა Page of ms. S: 233R და მხედრებსა მისსა ზედა.
აღიმაღლა ანგელოზმან მან უფლისამან, რომელი უძღოდა ბანაკსა ძეთა ისრაჱლისათა, და დგა ზურგით კერძო მათსა. და აღიძრა სუეტი იგი ღრუბლისაჲ წინაშე პირისაგან მათისა და დადგა ზურგით მათსა,
და შევიდა შორის ბანაკსა მას მეგჳპტელთასა და [შორის] ბანაკსა ძეთა ისრაჱლისათა, დაადგრა, და იყო ბნელი წყუდიადი. გარდაჴდა ღამჱ იგი, და არა აღიძრნეს ღამესა მას ურთიერთას.
განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზღუასა მას ზედა: და მოავლინა უფალმან ქარი სასტიკი ზღუასა მას ზედა სამხრით ღამე ყოველ Page of ms. S: 233V და განჴმა ზღუაჲ იგი.
და შევიდეს ძენი ისრაჱლისანი ზღუასა მას ჴმელსა, და წყალი იგი იყო ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით მათსა.
და სდევნიდეს მეგჳპტელნი იგი და შევიდეს კუალსა მათსა ყოველი ჰუნეები ფარაოჲსი და ეტლები მისი და მჴედრები შუვა ზღუასა მას.
Page of ms. S: _ Page of ms. L: 315V და იყო, საჴუმილავსა მას ოდენ განთიადისასა მოხედა უფალმან ბანაკსა მას მეგუიპტელთასა სუეტითა ცეცხლისაჲთა და ღრუბლისაჲთა და შეაძრწუნა ბანაკი მეგუიპტელთაჲ.
და შეუკრა ეტლისთუალები მათი და მოჰყვანდეს იგინი ძლით. და თქუეს მეგუიპტელთა მათ: ვილტოდით პირისაგან ისრაჱლისა, რამეთუ უფალი ჰბრძავს მათ წილ მეგუიპტელთა მათ.
და არქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ზღუასა მას და კუალად მოაგენ წყალნი ეგე, და დაფარნეს მეგუიპტელნი, ეტლები და მჴედრები მათი.
და განირთხა Page of ms. L: 316R ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი ზღუასა მას ზედა და კუალად-მოეგნეს წყალნი ეგე ადგილობანს, ხოლო მეგუიპტელნი იგი დაეფარნეს.
მოაქცინა და დაფარნა იგინი წყალმან მეწამულისა ზღუისამან ყოველი ეტლები და მჴედრები მათი. ყოველი ერი ფარაოისი, რომელი შთასრულ იყო ზღუასა მას შინა.
ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს შუა ზღუასა, ვითარცა ჴმელსა, ხოლო წყალი იყო მათა ზღუდე მარჯუენით და მარცხენით.
და იჴსნა ისრაჱლი უფალმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
და იხილა ყოველმან ისრაჱლმან ჴელი იგი ძლიერი, Page of ms. L: _ Page of ms. K: 250R რომელი უყო უფალმან მეგჳპტელთა მათ. შეეშინა ერსა მას უფლისა და ჰრწმენა ღმრთისაჲ და მოსჱსი, მსახურისა მისისაჲ.
მას ჟამსა აქებდეს მოსე და ძენი ისრაჱლისანი უფალსა გალობითა ამით, იტყოდეს და თქუეს. {1}