Page of ms. P: _ Page of ms. S: 229V და ვითარ გამოიყვანა უფალმან ერი თჳსი, არა წარუძღუა მათ გზასა მას ქუეყანასა მას ფილისტიმისასა, რამეთუ მახლობელ იყო, და თქუა: ნუუკუე შეინანოს ერმან ამან, იხილოს რაჲ ბრძოლაჲ; და მიიქცეს ეგჳპტეს.
და გარემოავლო ღმერთმან ერსა მას გზაჲ უდაბნოდ ზღჳსა მის მეწამულისაჲ. Page of ms. S: 230R მეხუთჱ ნათესავი გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
და გამოხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცნა იოსებ ძენი ისრაჱლისანი და თქუა: მოხედვით მოხედვა-ყოს თქუენ ზედა უფალმან და განიხუენით ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.
და წარვიდეს ძენი ისრაჱლისანი სოქოთით და დაიბანაკეს უთომს, უდაბნოსა მას თანა.
ხოლო ღმერთი უძღოდა მათ დღისი სუეტითა ნათლისაჲთა და უჩუენებდა მათ გზასა, და ღამე _ სუეტითა ცეცხლისაჲთა.
არა მოაკლდა სუეტი ნათლისაჲ დღისი და სუეტი იგი Page of ms. S: 230V ცეცხლისაჲ წინაშე ყოვლისა ერისა.