Page of ms. P: 199R სიტყუად იწყო უფალმან მოსჱსა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და თქუა:
თთუჱ პირველი ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუჱ პირველი თთუეთა შინა წელიწადისათა.
აწ მივედ შენ და ეტყოდე ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაჱლისათა: Page of ms. P: 199V ათსა ამის თთჳსასა მოიღონ თითოეულად კრავი ერთი თესლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ, კრავი იგი სახიდ გამოიღონ.
უკუეთუ მცირედ იყვნენ სახლსა მას და ვერ შემძლებელ იყვნენ ჭამად კრავისა მის, შეიყვანონ მეზობელი თჳსი სახლად, მსგავსად რიცხჳსა მის კაცთაჲსა მიიღონ თითოეულად, ვითარცა ეყოფოდის კრავი იგი.
ვერძი მოზუერი იყავნ სრულად თქუენდა; საცხოვარისა მისგან ცხოვართაჲსა [და თხათაჲსა] მოიღონ იგი.
და იყოს თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე ათოთხმეტადმდე თთჳსა მის, დაკალნ იგი კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.
და მოიღონ სისხლისა მისგან და მონიშნონ ორთავე წყირთლთა ზედა ბჭეთასა და ზღურბლთა ზედა მის სახლისათა, რომელსა შინა შეჭამონ იგი მათ.
და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მიმწუხრი შემწუარი ცეცხლითა და უფუველი პური და ველის-ყრდელი ჭამონ.
ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ: ნუ უფუველი ჭამონ, ნუცა წყლითა მგბარი, არამედ მწუარი ცეცხლითა ჭამონ, ტფილი შეჭამონ და ადრე შეჭამონ, თავ-ფერჴი ნაწლევითურთ შეჭამონ.
და ნეშტსა ნურას დაუტევებთ განთიად, ნუ განაწევნ, ძუალსა ნუ განსტეხედ. რომელი ნეშტად დაშთეს მისგანი, ცეცხლითა დაწჳთ.
და ჭამდენ მას ესრე სახედ: კუერთხი ჴელთა, სარტყელი წელთა, ჴამლი ფერჴთა, მალიად-მალიად სწრაფლ შეჭამედ, რამეთუ ზატიკი არს უფლისაჲ.
და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველ\სა Page of ms. P: 200R ქუეყანასა ეგჳპტისასა აღვადგინო შურის-გებაჲ, [რამეთუ მე ვარ უფალი].
და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას. რომელსა შინა იყვნენ ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშჱნებულ იყვნენ, მოვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზედა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისაჲსა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოთა მათ ეგჳპტისათა.
და იყოს თქუენდა დღჱ იგი საჴსენებელად, დღესასწაულად ზატიკობად უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა, შჯული სიხარულისაჲ უკუნისამდე, თავი დღესასწაულ თაჲ მათ წელიწადეულთაჲ.
შჳდ დღე უფუველი (!) შჭამით და პირველით დღითგან ვიდრე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველი ცომი სახლისაგან თქუენისა. ყოველმან რომელმან ჭამოს პური თბისაგან მფუველისაჲ, მოსპოლვით მოისპოს კაცი იგი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან მიდღედმდე მეშჳდედ.
რამეთუ დღჱ იგი პირველი წოდებულ: წმიდა უფლისა. და დღჱ იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველივე საქმჱ ხარკით მსახურებასა მათ დღეთა შინა ნუვინ იქმთ, გარნა ერთი იგი საქმჱ, რომლისა თჳნიერ არარაჲთ განეგების ყოვლისა კაცისა საქმედ, ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.
და ეკრძალენით მცნებასა ამას, [რამეთუ] დღესა [ამას] გამოგიყვანებ თქუენ ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა და გეპყარნ თქუენ დღჱ იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.
იწყოთ თქუენ ათორმეტით დღითგან მის თთჳსაჲთ პირველისაჲთ ჭამად უფუველისა მწუხრითგან ვიდრე დღედმდე მეოცედ მძღურად თთჳსა მის მიმწუხრად.
Page of ms. P: 200V და შჳდ დღე ნუ იყოფინ ცომი სახლთა თქუენთა. ყოველმან რომელმან ჭამოს ცომოვანი, მოისპოს კაცი იგი ერისაგან ძეთა ისრაჱლისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შვილთა ბუნთა მათ მონათაგან სოფლისა მის თქუენისათა.
რაჲთურთით მფუველსა ნუვინ ჭამნ ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა, არამედ უფუველი ჭამეთ.
მოუწოდა მოსე მოხუცებულთა მათ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: გუალეთ, მოიღეთ თქუენ თითოჲ კრავი ტომად-ტომად თქუენდა, დაკალნ იგი ზატიკად უფლისა.
ჳსუპი კონაჲ ერთი საპკურებელად და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა და აღნიშნეთ თქუენ ზედა წყირთლთა მათ ბჭეთასა და ზღურბლთა მათ, ხოლო თქუენ ნუ გამოხვალთ კაცად-კაცადი კართა ზედა სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე.
რომელსა ჟამსა გარდამოჴდეს უფალი მოსპოლვად მეგჳპტელთა მათ, იხილონ სისხლი იგი სამსავე მას კერძოსა ბჭეთასა და თანაწარჰჴდეს ბჭეთა მათ თქუენთა და არა მიავლინოს მომსრველი, სიკუდილისაჲ მტარვალი შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად პირმშოჲსა მის თქუენისა.
და დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე შჯულად საუკუნოდ თავისა თქუენისა უკუნისადმდე.
უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელი მოგცეს უფალმან ღმერთმან თქუენმან, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ დამარხვად თქუენდა მსახურებაჲ ესე ...
და შენ ჰრქუა მას: მსხუერპლი არს ესე პასექისა უფლისაჲ, რომელმან დაიფარნა სახლნი ძეთა ისრაჱლისათანი ეგჳპტეს შინა, რაჟამს მოსრვიდა ეგჳპტესა, რამეთუ სახლნი ჩუენნი იჴსნნა.
და მოდრკა ერი იგი Page of ms. P: 201R და თაყუანის-სცეს უფალსა და წარვიდეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მოსე და აჰრონ, ეგრეცა ყვეს.
და იყო შუაღამეს ოდენ, მოწყჳდა უფალმან ყოველი პირმშოჲ ეგჳპტისაჲ პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ჯდა საყდართა ზედა, ვიდრე პირმშოდმდე მჴევლისა, რომელი ზის ფქვილთა თანა, და ვიდრე პირმშოდმდე ყოვლისა პირუტყჳსა.
და აღდგა ფარაო ღამე და ყოველნი მსახურნი მისნი და ყოველნი მეგჳპტელნი; და იყო ღაღადებაჲ დიდი ყოველსა ეგჳპტესა, რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა არა იყო მკუდარი.
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს ღამე და ჰრქუა მათ: აღდეგით და განვედით ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი ისრაჱლისანი, ვიდოდეთ და მსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ვითარცა-იგი იტყჳთ.
და ცხოვარი და ზროხაჲ თქუენი განასხით და ვიდოდეთ, ვითარცა სთქუთ, არამედ მაკურთხეთ მეცა.
და აწუევდეს მეგჳპტელნი იგი ერსა მას სწრაფით განსხმად მათა ქუეყანით მათით, რამეთუ თქუეს: ნუუკუე მოვწყდეთ ყოველნი.
და მოიღო ერმან მან ცმელი იგი შესუარვადმდე თბისა მის, შეყოფილი სამოსლითა მათითა და აღიკიდეს იგი ზურგსა მათსა.
ხოლო ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა მათ მოსე. და ითხოვეს ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი მეგჳპტელთაგან.
და მოსცა უფალმან მადლი ერსა თჳსსა წინაშე მეგჳპტელთა და მოსცეს მათ, რასაცა სთხოვდეს იგინი. და გამოტყუენნეს მეგჳპტელნი იგი.
და წარმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი რამჱსით სოქოთად ექუსასი ათასი მამაკაცი მკჳრცხლი გარეშე ჭურჭლისა მათისა.
და მრავალი მწირი თანა განჰყვა მათ, და ცხოვარი და ზროხაჲ და კარაული ფრიად.
Page of ms. P: 201V და შეიცხვეს ცმელი იგი, რომელი გამოიღეს ეგჳპტით, ყურბეულად უცომოდ, რამეთუ ვერ შესუარეს იგი, და გამოასხნეს იგინი მეგჳპტელთა მათ, რამეთუ ვერ შეუძლებდეს თავს-დებად და ვერცა იქმნეს მათ საზრდელი საგზლად.
ხოლო მწირობაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ და მამათა მათთაჲ ეგჳპტეს და ქარანს ოთხას ოც და ათ წელ.
და იყო, შემდგომად ოთხას ოც და ათისა წლისა გამოვიდა ერი იგი ეგჳპტით ღამე.
პირველი საჴუმილავი არს ესე უფლისაჲ გამოყვანებაჲ მათი ქუეყანით ეგჳპტით. იგი ღამჱ არს ესე პირველი საცავი უფლისაჲ, ყოველთა შორის ძეთა ისრაჱლისათა იყოს ესე და ნათესავსა მათსა.