და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაჲ მოვავლინო ფარაოჲს ზედა და ყოველსა ეგჳპტესა ზედა და მისა შემდგომად განგავლინნეს თქუენ ამიერ. ხოლო რაჟამს განგავლინებდეს თქუენ, განსხმით განგასხნენ თქუენ ყოვლითურთ.
ეტყოდე ფარულად ყურთა ერისათა და ითხოოს კაცად-კაცადმან მახლობელისაგან თჳსისა და დედაკაცმან მოძმისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი და გამოტყუენენით მეგჳპტელნი იგი.
და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე მეგჳპტელთა მათ ფრიად და წინაშე ფარაოჲსა და მსახურთა მისთა.
და თქუა მოსე: ამას იტყჳს უფალი: შუაღამეს ოდენ მე შევიდე ეგჳპტესა შორის.
და მოწყდეს ყოველი პირმშოჲ ეგჳპტისაჲ პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის საყდართა ზედა, ვიდრე პირმშოდმდე მჴევლისა, რომელი ზის ფქვილთა თანა, და ვიდრე პირმშოდმდე ყოვლისა პირუტყჳსა.
და იყოს ღაღადებაჲ ყოველსა ეგჳპტესა, რომელ ეგევითარი არასადა ყოფილ იყოს მერმე.
ხოლო ყოველთა შორის ძეთა ისრაჱლისათა არა გაძრას ძაღლმან ენაჲ თჳსი კაცითგან მიპირუტყუადმდე, რაჲთა იხილოთ, რაოდენი-რაჲ ყოს უფალმან შორის ეგჳპტესა და შორის ძეთა ისრაჱლისათა.
და მოვიდოდიან ჩემდა ყოველნი და თაყუანის-მცემდენ და მეტყოდიან: განვედ შენ და ყოველი ერი შენი, რომელსა უძღუ. და მისა შემდგომად განვიდე. და განვიდა მოსე ფარაოჲსგან გულის-წყრომით.
ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ისმინოს თქუენი ფარაო, რაჲთა განვ\ამრავლნე Page of ms. P: 147R სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ეგჳპტესა ზედა.
ხოლო მოსე და აჰრონ ყვეს სასწაულები და ნიშები ესე ქუეყანასა მას ეგჳპტისასა წინაშე ფარაოჲსა, ხოლო გან-ვე-აფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი და არა ინება გამოვლინებად ძენი ისრაჱლისანი ქუეყანისაგან მეგჳპტელთაჲსა.