Page of ms. P: 145V ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: შევედ და ეტყოდე ფარაოს, რამეთუ მე განვაფიცხო გული მისი და მსახურთა მისთაჲ, რაჲთა შემდგომითი შემდგომად მოვიდენ სასწაულნი ჩემნი მათ ზედა,
რაჲთა უთხრობდენ ყურთა შვილთა თქუენთასა, რაჲთა მოვკიცხნე მეგჳპტელნი იგი, და სასწაულნი ჩემნი, რომელნი ვყვნე მათ შორის, და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი.
შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსა და ჰრქუეს: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: ვიდრემდის არა გნებავს შეკდიმებაჲ? გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე.
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად ერი ჩემი, აჰა ეგერა გამოვავლინო ამას ოდენ ჟამსა ხვალე მკალი ფრიად ყოველთა საზღვართა შენთა.
და დაფაროს ქუეყანაჲ, და ვერ უძლო ხილვად ქუეყანისა, და შეჭამოს ყოველი ნეშტი, რომელი დაუშთა სეტყუასა, და შეჭამოს ყოველი ხჱ, მცენარჱ ქუეყანისაჲ.
და აივსნენ სახლნი შენნი და სახლნი მსახურთა შენთანი და ყოველი სახლები ყოვლისა ქუეყანისა ეგჳპტისაჲ, რომელ არასადა ეხილვა მამათა შენთა, ვინაჲთ დღითგან იქმნა ქუეყანასა ზედა. და მიაქცია და გამოვიდა მოსე ფარაოჲსგან.
ჰრქუეს ფარაოს მსახურთა მისთა: ვიდრემდის იყოს ტანჯვაჲ ესე ჩუენ ზედა? განუტევენ კაცნი ესე, რაჲთა მსახურონ უფალსა ღმერთსა მათსა. აწ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე?
და მოაქციეს მოსე და აჰრონ ფარაოჲსა. ჰრქუა მათ ფარაო: განვედით და მსხურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა. ვინ და ვინ არიან, განვავლინნე იგინი?
ჰრქუა მას მოსე: ჭაბუკითურთ ჩუენით და მოხუცებულით მივიდეთ, ძით და ასულით, ცხოვრით და ზროხით ჩუენით, რამეთუ არს დღესასწაული უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.
ჰრქუა მათ ფარაო: იყავნ ეგრე, უფალი თქუენ თანა! რამეთუ განგავლინებ თქუენ, არამედ ნუუკუე ჭურჭელიცა თქუენი? იხილოთ ბოროტი წინა-გიც თქუენ.
ნუ ეგრე, არამედ განვედით მამანი ხოლო და მსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, რამეთუ ეძიებთ-ვე ამას თქუენ. და გამოასხნეს იგინი Page of ms. P: 146R პირისაგან ფარაოჲსისა.
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღმოვედინ მკალი და შეჭამოს ყოველი მწუანვილი ქუეყანისაჲ და ყოველი ხილი ხეთაჲ, რაოდენი-რაჲ დაუშთა სეტყუასა.
და აღიპყრა ჴელითა მოსე კუერთხი იგი ზეცად და უფალმან მოავლინა ქარი სამხრით ქუეყანასა მას ზედა დღე ყოველ და ღამე ყოველ. და ვითარცა განთიადი იყო, და ქარმან მან სამხრისამან აღმოიღო მკალი.
და მოიღო იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა მრავალი ფრიად; უწინარჱს მისა არა იყო ეგოდენი მკალი და მისა შემდგომად მერმე არავე იყო ეგრჱთ.
და დაფარა პირი ქუეყანისაჲ, და განიხრწნა ქუეყანაჲ, და შეჭამა ყოველი მწუანვილი ქუეყანისაჲ და ყოველი ხჱ ნაყოფიერი, რაოდენი დაუშთა სეტყუასა. არა დაშთა ნედლი ხეთა შორის, არცა ერთი ყოვლისაგან მწუანვილისა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
წრაფით მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენდა მიმართ.
თავს-იდევით შეცოდებაჲ ესე ჩემი და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა და აღიღეთ ჩემგან სიკუდილი ესე.
გამოვიდა მოსე ფარაოჲსგან და ილოცა უფლისა მიმართ.
და მოავლინა უფალმან ქარი სასტიკი და მძლავრი ზღჳთ და აღიღო მკალი იგი და შთაყარა იგი ზღუასა მას მეწამულსა და არა დაშთა არჱა ერთი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
და განაფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, და არა გამოუტევნა ძენი ისრაჱლისანი.
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ზეცად, და იყოს ბნელი, წყუდიადი არმური ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
და არავინ იხილა კაცმან ძმაჲ თჳსი სამ დღე, ხოლო ძეთა ისრაჱლისათა იყო ნათელი ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ვიდოდეს.
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: განვედით და მსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხაჲ თქუენი დაუტევეთ და ჭურჭელი წარიღეთ თქუენ თანა. Page of ms. P: 146V
ხოლო მოსე ჰრქუა: არამედ შენცა მცე რაჲ მსხუერპლები და შესაწირავი, რომელ შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
... ვიდრე მისლვადმდე ჩუენდა მუნ.
განაფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, და არა ინება გამოვლინებაჲ მათი.
ჰრქუა ფარაო მოსეს: განვედ ჩემგან და ეკრძალე თავსა შენსა, და ნუღარა შესძინებ ხილვად პირსა ჩემსა, რამეთუ, რომელსა დღესა მეჩუენო მე, მოჰკუდე.
ხოლო მოსე თქუა: ვითარცა სთქუ, არღარა გეჩუენო პირსა შენსა.