TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 48
Previous part

Chapter: 9  
თავი 9


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ებრაელთაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად ერი ჩემი, არამედ მერმეცა კუალად იპყრო-ღა,
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ჴელი უფლისაჲ იყოს საცხოვარსა შენსა ზედა, რომელ არს ველსა გარე, ცხენებსა ზედა და კარაულებსა ზედა, აქლემებსა, ცხოვარსა და ზროხასა სიკუდილი დიდი ფრიად.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ვიდოდი მე შორის ცხოვართა ძეთა ისრაჱლისათასა და არა მოკუდეს საცხოვართა განი ძეთა ისრაჱლისათაჲ არცა ერთი.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოსცა უფალმან განჩინებაჲ და თქუა: ხვალევე ყოს უფალმან სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ყო უფალმან სიტყუაჲ და მოისრა ყოველი საცხოვარი მეგჳპტელთაჲ, ხოლო საცხოვართაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არა მოკუდა ერთიცა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იხილა ფარაო, რამეთუ არა მოკუდა საცხოვართაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არცა ერთი. და დაიმძიმა გული ფარაო და არა გამოავლინა ერი იგი.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მოიღეთ თქუენ ჴელითა სავსჱ ნაცარი საჴუმილისაგან და აღაფქურიეთ იგი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყავნ მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და იყოს კაცთა და ოთხფერჴთა ფაქლი გამომტკუფოლვარე გამოსხმით კაცთა ზედა და ოთხფერჴთა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოიღეს ნაცარი იგი საჴუმილისაგან წინაშე ფარაოჲსა და აღაფქურიეს ცად. და იყო ფაქლი გამომტკუფოლვარჱ გამოსხმით კაცთა ზედა და ოთხფერჴთა.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ვერ ეძლო გრძნეულთა მათ წინა-დადგომად მოსესა ფაქლისა მისგან, რამეთუ იყო ფაქლი იგი გრძნეულთა მათ ზედაცა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
განფიცხნა გული ფარაოჲსი და არა ისმინა მისი, Page of ms. P: 126R   ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე ხვალე წინაშე ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა,
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აწ ჟამსა ამას მოვავლინო შენ ზედა ყოველნივე შემთხუევანი ჩემნი გულსა შენსა და მსახურთა შენთასა და ერსა შენსა ზედა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ არავინ არს ჩემებრ ყოველსა ქუეყანასა ზედა;
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო აწ მივავლინო შენ ზედა ჴელი ჩემი და დაგცე შენ ქუუეყანით.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ და-ვე ამისთჳს-იმარხე, რაჲთა ვაჩუენო ძალი ჩემი შენ ზედა, და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა;
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ კუალად მერმეცა იპყრობ-ვეღა შენ ერსა ჩემსა არა გამოვლინებად მათა.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე ვაწჳმო ამას ჟამსა ოდენ ხვალე სეტყუაჲ დიდძალი ფრიად, რომელ ეგევითარი არასადა იყო ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა, ვინაჲთ დღითგან დაებადა ვიდრე აქა დღედმდე.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ხოლო აწ შენ იწრაფე და შეკრიბე საცხოვარი შენი და რაოდენი-რაჲ არს ველსა გარე, და რომელი არა შევიდეს სახლსა, დაეცეს მას და მოკუდეს.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რომელთა-იგი ეშინოდა სიტყჳსა მის უფლისაგან მსახურთა მათ ფარაოჲსთა, შეკრიბეს საცხოვარი მათი სახლებსა.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ხოლო რომელი არა ერჩდა გონებითა სიტყუასა მას უფლისასა, დაუტევეს საცხოვარი მათი ველსა ზედა.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ზეცად და იყოს სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, კაცსა ზედა და საცხოვარსა და ყოველსა მწუანვილსა ველისასა.
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
განირთხა ჴელი თჳსი მოსე ზეცად და უფალმან მოსცა ქუხილი და სეტყუაჲ და მიმოვიდოდა წყალი ქუეყანასა ზედა; და აწჳმა უფალმან სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
იყო სეტყუაჲ იგი, და ცეცხლი სეტყუასა მას შინა აღადყდებოდა. ხოლო სეტყუაჲ იგი იყო დიდ ფრიად, რომელ არა ყოფილ იყო ეგჳპტეს, ვინაჲთგან იყო ნათესავი მას ზედა.
Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და დასცა სეტყუამან მან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა კაცითგან მიპირუტყუ\ადმდე Page of ms. P: 126V   და ყოველი მწუანვილი მოსრა სეტყუამან და ყოველი ხჱ ველისაჲ შემუსრა სეტყუამან.
Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ხოლო ქუეყანასა მას გესემისასა, სადა-იგი იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, არა იყო სეტყუაჲ.
Verse: 27   Link to mcat Link to sept   
მიავლინა ფარაო და მოუწოდა მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: ვცოდე აწღა უფლისა მიმართ. უფალი მართალ არს, ხოლო მე და ერი ჩემი შეცოდებულ ვართ.
Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ და დასცხრენ ყოფად ქუხილნი ესე უფლისანი და სეტყუაჲ და ცეცხლი, და განგავლინნე თქუენ და არღარა შესძინოთ დადგომად.
Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას მოსე: ვითარცა განვიდე ქალაქით, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ, და ჴმანი ესე დასცხრენ, და სეტყუაჲ და წჳმაჲ არღარა იყოს მერმე, რაჲთა სცნათ, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ.
Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ და მსახურნი შენნი გიცნი, რამეთუ არა გეშინის ღმრთისა.
Verse: 31   Link to mcat Link to sept   
სელი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი წარმო-ოდენ-დგომილ იყო და სელი თესლოოდა.
Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ხოლო იფქლი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.
Verse: 33   Link to mcat Link to sept   
გამოვიდა მოსე გარე ქალაქით ფარაოჲსგან და განიპყრნა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ, და ქუხილი იგი დასცხრა, და სეტყუაჲ და წჳმაჲ არღარა დასწუთა ქუეყანასა ზედა.
Verse: 34   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იხილა ფარაო, რამეთუ ქუხილნი იგი დასცხრეს და სეტყუაჲ და წჳმანი, შესძინა ცოდვად და დაიმძიმა გული მისი და მსახურთა მისთაჲ.
Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და განიფიცხა გული ფარაო და არა გამოუტევნა ძენი ისრაჱლისანი, ვითარცა ეტყოდა უფალი მოსეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.