TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 47
Previous part

Chapter: 8  
თავი 8


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ შენ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებაჲ მათი, აჰა ესერა ვგუემნე ყოველნი საზღვარნი შენნი მყურითა.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და გამოჴდეს მდინარისა მისგან მყუარი და აღმოჴდეს და შევიდეს სახლსა შენსა და საუნჯეთა სასუენებელისა შენისათა და ცხედართა შენთა და სახლთა მსახურთა შენთასა და ერისა შენისასა და თბესა შენსა და თორნესა შენსა.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და მსახურთა შენთა აღმოჴდეს მყუარი.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ, ჴელი შენი ჴევნებსა და წყურნებსა და აღმოიყვანე მყუარი.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და განირთხა აჰრონ ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი წყალთა ზედა ზღჳსათა და აღმოი ყვანა მყუარი და დაფარა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ და აღმოიყვანეს მყუარი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ, და მოისპოს ჩემგან მყუარი ესე და ერისაგან ჩემისა, და განუტეო ერი ეგე და მსახურებდენ უფალსა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მოსე ფარაოს: განაჩინე ჩემდამო დღჱ, ოდეს ვილოცო შენთჳს და მსახურთა შენთათჳს და ერისა შენისათჳს, და მოისპოს მყუარი სახლთა შენთაგან და ერისა შენისაგან, გარნა მდინარეთა ხოლო შინა დაშთეს მყუარი.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მან ჰრქუა: ხვალე. ჰრქუა მას მოსე: ეგერა სთქუ, რაჲთა უწყოდი, რამეთუ არავინ არს სხუაჲ უფლისა გარეშე.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოისპოს Page of ms. P: 106R   მყუარი სახლისაგან შენისა და ეზოთაგან შენთა და მდინარეთა ხოლო შინა დაშთეს.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
გამოვიდეს მოსე და აჰრონ ფარაოჲსგან. და ღაღად-ყო უფლისა მიმართ განრინებისა მისთჳს მყუარისა, ვითარცა-იგი თქუა ფარაო.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ყო ეგრე მოსე, ვითარცა ჰრქუა უფალმან, და მოწყდა მყუარი სახლთაგან მათთა და ველისაგან მათისა.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და შეკრბა იგი ზჳნ-ზჳნად და დაყროლდა ქუეყანაჲ.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იხილა ფარაო, რამეთუ ეცა მას მოლხინებაჲ, დაიმძიმა გული მისი და არა ისმინა მათი, ვითარცა ეტყოდა მას უფალი.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე და ეც მიწასა ქუეყანისისა. და იყოს მუმლი კაცთა შორის და საცხო ვართა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
განირთხა ჴელითა თჳსითა აჰრონ კუერთხი იგი მიწასა ქუეყანისასა, და იყო მუმლი კაცთა და ოთხფერჴთა და მიწასა ქუეყანისასა და ყოველსა ეგჳპტესა.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა, რაჲთამცა გამოიყვანეს მუმლი, და ვერ უძლეს. და იყო მუმლი იგი კაცთა ზედა და პირუტყუთა.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ჰრქუეს ფარაოს გრძნეულთა მათ: თითი ღმრთისაჲ არს ესე. და განფიცხნა გული ფარაოჲსი და არა ისმინა მათი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 124V   ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთვე განთიად და დადეგ წინაშე ფარაოჲსა, რამეთუ აჰა იგი გამოვალს წყალთა მათ მდინარის კიდესა, და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებაჲ მათი, აჰა მე მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და სახ\ლთა Page of ms. P: 125R   თქუენთა ზედა ძაღლის-მწერი და აღვავსნე სახლნი მეგჳპტელთანი ძაღლის-მწერითა.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ვადიდო მას დღესა შინა ქუეყანაჲ იგი გესემისაჲ, რომელსა ზედა არს ერი ჩემი. და არა იყოს მუნ ძაღლის-მწერი, რაჲთა სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისაჲ.
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და მოვსცე განჩინებაჲ შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე.
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და ყო უფალმან ეგრჱთ, და მოიწია ძაღლის-მწერი, სიმრავლჱ ფრიად სახლსა ფარაოჲსსა და სახლსა მსახურთა მისთასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და მოისრა ქუეყანაჲ ძაღლის-მწერითა მით.
Verse: 25   Link to mcat Link to sept   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: წარვედით და შეწირეთ უფლისა ღმრთისა თქუენისა მსხუერპლი ქუეყანასავე თქუენსა.
Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას მოსე: ვერ შესაძლებელ არს ეგრჱთ ყოფად, საძაგელი ეგჳპტისაჲ შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ საძაგელი ეგჳპტისაჲ შევწიროთ წინაშე მისსა, ქვითა განვიტჳნნეთ.
Verse: 27   Link to mcat Link to sept   
არამედ უდაბნოდ განვიდეთ და მუნ შევწიროთ ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მრქუა ჩუენ უფალმან.
Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და თქუა ფარაო: მე განგავლინნე თქუენ და მსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა უდაბნოს. არამედ არა შორად გასწურთეთ განსლვად. და ილოცეთ უკუე ჩემთჳსცა უფლისა მიმართ.
Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას მოსე: აჰა ესერა მე განვიდე შენგან და ვილოცო ღმრთისა მიმართ და წარვიდეს ძაღლის-მწერი შენგან და ერისა შენისაგან ხვალე. არამედ ნუღარა სცთები, ფარაო, ვითარმცა არა განუტევე ერი მსახურებად უფლისა.
Verse: 30   Link to mcat Link to sept   
გამოვიდა მოსე ფარაოჲსგან და ილოცა ღმრთისა მიმართ, ვითარცა თქუა მოსე.
Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და მოისპო ძაღლის-მწერი იგი მისგან და მსახურთა მისთაგან და ერისა მისაგან და არა დაშთა მისგანი არცა ერთი.
Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და დაიმძიმა გული ფარაო მას ჟამსა შინა და Page of ms. P: 125V   არა ინება გამოვლინებაჲ ერისაჲ მის.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.