და ჰრქუა უფალმან მოსეს: აჰა ეგერა მიგეც შენ ღმრთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაჲსწარმეტყუელ.
შენ ეტყოდე, რაოდენსა მე გამცნებ შენ, და აჰრონ, ძმაჲ შენი, ეტყოდის ფარაოს, რაჲთა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და განვამრავლნე სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.
და არა ისმინოს თქუენი ფარაო. და დავდვა ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყვანო ძალითურთ ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით შურის-გებითა დიდითა.
და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი; განვირთხა ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისნი შორის მათსა.
ყვეს მოსე და აჰრონ, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან.
მოსე იყო ოთხმეოცის წლის, ხოლო აჰრონ ოთხმეოც და სამ წლის, რომელსა ჟამსა ეტყოდეს ფარაოს.
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
უკუეთუ გეტყოდის თქუენ ფარაო და გრქუას: მიჩუენე ჩუენ სასწაული ანუ ნიში, ჰრქუა აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე, რომელ არს ჴელსა შენსა, და მიაგდე წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნეს იგი ვეშაპ.
შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა, და იქმნა იგი ვეშაპ.
მოუწოდა ფარაო ბრძენთა და გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა. და ყვეს ეგრე გრძნებითა მათითა:
და მიაგდო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი, და იქმნეს იგინი ვეშაპ. და შთათქნა იგინი კუერთხმან აჰრონისმან, კუერთხნი იგი მათნი.
და განიფიცხა გული ფარაო და არა ჰრწმენა მათი, Page of ms. P: 105R ვითარცა ეტყოდა მათ უფალი.
ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოჲსი არა გამოტევებად ერი ჩემი.
მივედ ფარაოჲსა განთიად, რამეთუ ეგერა იგი გამოვალს ხვალე წყალსა მას ზედა, და დასდგე შენ წინაშე მისსა კიდესა მის მდინარიასა, და კუერთხი იგი მოიღო ჴელთა შენთა, რომელი გარდაიქცა გუელად.
და ჰრქუა: უფალმან ღმერთმან ებრაელთამან მომავლინა მე შენდა და თქუა: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ უდაბნოსა ზედა. და აჰა ეგერა არა ისმინე აქამომდე.
ამას იტყჳს უფალი: აჰა ესერა მე უხეთქნე კუერთხითა ამით, რომელ არს ჴელსა ჩემსა, წყალსა მდინარისასა და გარდაიქცეს სისხლად.
და თევზნი იგი მდინარისანი მოწყდენ და დაყროლდეს მდინარჱ ეგე და ვერ ეძლო მეგჳპტელთა მათ სუმად წყალი იგი მდინარისაჲ მის.
ჰრქუა უფალმან მოსეს: მიიღე კუერთხი ეგე შენი და განირთხ ჴელი შენი წყალთა ზედა ეგჳპტისათა და მდინარეთა ზედა მათთა და ყოველთა შესაკრებელთა მათთა, და იყოს სისხლი ყოველსა ზედა ქუეყანასა, ხეთა და ქვათა.
ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა-იგი უბრძანა მათ უფალმან. და აღიპყრა აჰრონ კუერთხი იგი მისი და სცა წყალთა მდინარისათა წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა, და გარდაიქცა წყალი იგი მდინარისაჲ მის სისხლად.
და თევზნი მდინარისანი მოწყდეს, და დაყროლდა მდინარჱ იგი, და ვერ ეძლო სუმად მეგჳპტელთა მათ წყალი იგი მდინარისაჲ მის. და იყო სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
და ყვეს ეგრე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა. და განფიცხნა გული ფარაოჲსი და არა ისმინა მათი, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ უფალმან.
მიიქცა ფარაო სახიდ თჳსა და არა დაამტკიცა გონებაჲ თჳსი არცაღა მას ზედა. Page of ms. P: 105V
თხარეს ყოველთა მეგჳპტელთა გარემო მდინარესა მას, რაჲთამცა სუეს წყალი მდინარისა მისგან.
და აღესრულნეს [შჳდ] დღენი შემდგომად გუემისა მის უფლისა მიერ მდინარისა მის.