TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 45
Previous part

Chapter: 6  
თავი 6


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ჰრქუა უფალმან მოსეს: იხილე, რაჲ უყო მე ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოვიყვანნე მე იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ღმერთი ვარი მათი, და სახელი ჩემი უფალ არს, არა ვაუწყე მათ.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათა მიმართ მიცემად მათა ქუეყანაჲ იგი ქანანისაჲ, რომელსა ზედა მწირობდეს, [რომელსა იყოფოდეს] მას ზედა.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, ვითარ-იგი მეგჳპტელნი დაიმო ნებდენ მათ, და მო\ვიჴსენე Page of ms. P: 87R   აღთქუმაჲ იგი თქუენი.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მივედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა: მე ვარ უფალი და გამოგიყვანნე თქუენ მძლავრებისაგან მეგჳპტელთაჲსა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა სასჯელითა დიდითა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვიყო მე თქუენდა ღმრთად და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ მძლავრებისაგან მეგჳპტელთაჲსა.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამსა, მიგცე თქუენ იგი ნაწილად მე, უფალმან.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა ესრჱთ, და არა ისმინეს მისი სულმოკლეობისაგან მათისა და საქმეთა ფიცხელთა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მივედ და ეტყოდე ფარაო მეფესა, რაჲთა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო, რამეთუ უტყუ ვარ?!
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს და უბრძანა ფარაოჲსა მიმართ, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, რაჲთა გამოიყვანნენ ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 104R   და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი; ეტყოდე ფარაოს, რაოდენსა გეტყოდი მე შენ.
Verse: 30   Link to oskijer Link to exak Link to sept   
და თქუა მოსე: აჰა ესერა მე ჴმა\-წულილ Page of ms. P: 104V   ვარ. ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.