TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 44
Previous part

Chapter: 5  
თავი 5


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ამისა შემდგომად მოვიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ფარაო: ვინ არს უფალი, რომლისაჲ ვისმინო ჴმისა მისისაჲ, რაჲთამცა განუტევენ ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი, და ისრაჱლი მე არა განუტეო.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთაჲ მიწესს ჩუენ, განვიდეთ სამისა დღისა გზასა, რაჲთა შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შეგუემთხჳოს ჩუენ სიკუდილი Page of ms. P: 86R   ანუ მახჳლი.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მათ ფარაო, მეფემან მეგჳპტელთამან: რაჲსათჳს, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა ჩემსა საქმისაგან? წარვედით კაცად-კაცადი საქმესა თჳსსა.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და თქუა ფარაო: აჰა ესერა განმრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისაჲ. ნუუკუე დავაცადოთ მათ საქმისაგან.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ბრძანა ფარაო საქმის მაწუეველთა მათ და მწიგნობართა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
არღარა შესძინოთ მიცემად ბზჱ ალიზისა საქმესა, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძუღუანდელსა დღესა, იგინი წარვიდენ და შეკრიბონ თავისა თჳსისა ბზჱ,
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
დაწესებული იგი ალიზისა საქმისაჲ, რომელსა იქმედ დღითი დღედ, დასდევით (!) მათ, ნურარას დააკლებთ; რამეთუ სცალს და მის გამო ღადადებენ და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დაამძიმეთ საქმჱ ეგე კაცთა მაგათ და ზრუნვიდენ მას, და ნუ ზრუნვენ სიტყუათა ცუდთა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ასწრაფებდეს საქმის მაწუეველნი იგი და მწიგნობარნი ერსა მას და ჰრქუეს: ამას იტყჳს ფარაო: არღარა გეცეს თქუენ ბზჱ.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და წარვედით და შეკრიბეთ თავისა თქუენისა ბზჱ, სადაცა ჰპოოთ, და არა დააკლოთ დაწესებული თქუენი არცა ერთი.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ხოლო საქმის მაწუეველნი იგი ასწრაფებდეს და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმჱ თქუენი განწესებული, ვითარცა-იგი ოდეს ბზჱ გეცემოდა.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იტანჯნეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი იყვნეს დადგინებულ მათ ზედა მაწუეველთა მათგან ფარაოჲსთა, და ეტყოდეს: რად არა აღასრულეთ წესი იგი ალიზისაჲ, ვითარცა-იგი გუშინ და ძუღუან, ეგრევე დღეს?
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლი\სათანი Page of ms. P: 86V   წინაშე ფარაოჲსა, ღაღადებდეს და ეტყოდეს: რაჲსათჳს ესრჱთ უყოფ მონათა შენთა?
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ბზესა არა გუცემენ და ალიზსა მასვე გუეტყჳედ საქმედ? და აჰა ესერა მონანი შენნი ტანჯულ არიან; ავნებ ერსა შენსა.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მათ ფარაო: გცალს და მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ვმსახუროთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ხოლო აწ წარვედით და იქმოდეთ, რამეთუ ბზჱ არა გეცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზისაჲ მომცეთ მე.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა იხილნეს მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა თავნი თჳსნი ბოროტსა შინა, იტყოდეს რაჲ: არა დააკლოთ განწესებული იგი ალიზი დღისაჲ,
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მო-რაჲ-ვიდოდეს შემთხუევად, ვითარცა გამო-ოდენ-სრულ იყვნეს ფარაოჲსგან.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მათ: იხილენ თქუენი უფალმან და საჯენ, რამეთუ საძაგელ ჰქმნენით სულნელებანი ჩუენი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მათთა და მოკლვად ჩუენდა.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რად ბოროტი უყავ ერსა მას, რაჲსათჳს მომავლინე?
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ვინაჲთგან მოვედ ფარაოჲსა სიტყუად მისა სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფენ ერსა მას და არა მოიჴსენე ერი შენი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.