მიუგო მოსე უფალსა და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რამეთუ მრქუან მე: არა გეჩუენა უფალი, რაჲ ვჰრქუა მათ?
ჰრქუა უფალმან მოეს: რაჲ არს ეგე ჴელთა შენთა? ხოლო მან ჰრქუა: კუერთხი.
ჰრქუა მას უფალმან: მიაგდე ეგე ქუეყანასა. და მიაგდო იგი ქუეყანასა, და იქმნა იგი გუელ; და ჰილტოდა მოსე მისგან.
ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი და უპყარ ბოლოჲ მაგისი. და მან მიყო ჴელი მისი და უპყრა ბოლოჲ მისი, და იქმნა იგი კუერთხვე ჴელთა შინა მისთა.
რაჲთა ჰრწმენეს შენი, ვითარმედ გეჩუენა შენ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი.
მერმე კუალად ჰრქუა მას უფალმან: შეყავ ჴელი შენი უბეთა შენთა. და მან შეყო ჴელი მისი უბეთა მისთა. და გამოიღო ჴელი უბეთაგან თჳსთა, და იქმნა ჴელი მისი ვითარცა თოვლი სპეტაკ.
ჰრქუა მას უფალმან: შეყავ ჴელი შენი უბეთა შენთა. და მან შეყო ჴელი უბეთა მისთა და გამოიღო ჴელი უბეთაგან თჳსთა და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.
ჰრქუა მას უფალმან: უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინოს სასწაულისა მის პირველისაჲ, Page of ms. P: 67V ისმინონ ჴმისა შენისაჲ სასწაულისა მისგან მეორისა.
უკუეთუ არა ისმინონ შენი ორთავე ამათ სასწაულთაგან, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყალი მდინარისაგან და დასთხიო იგი ჴმელსა, და იყოს იგი სისხლ ქუეყანასა ზედა.
და ჰრქუა მოსე: გევედრები, უფალო, ვერ მეტყუელ ვარ გუშინდითგან და ძუღუანდით გან, არცა ვინაჲთგან იწყე სიტყუად მონისა შენისა.
ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა კაცსა პირი? ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუჲ, მეტყუელი და ბრმაჲ და მხედველი? ანუ არა მე, უფალმან?
ხოლო აწ წარვედ და მე აღვაღო პირი შენი, რასა იტყოდი.
და ჰრქუა მოსე: გევედრები, უფალო, სხუაჲ ვინ გამოირჩიე, რომელი მიავლინო შემძლებელი.
და განრისხნა უფალი გულის-წყრომით მოსეს ზედა და ჰრქუა: ანუ არა ეგერა აჰრონ, ძმაჲ შენი ლევიტელი? ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის შენ იგი. და აჰა ეგერა გამოგეგებვოდის შემთხუევად შენდა, გიხილოს შენ და განიხაროს გულსა მისსა.
და შენ უთხრა მას და მისცნე სიტყუანი ჩემნი პირსა მისსა და მე აღვაღო პირი შენი და პირი მისი და გასწაო თქუენ, რაჲ ჰყოთ.
და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა და შენ ეყავ მას ღმრთისა მიმართ.
და კუერთხი ესე მიიღე ჴელთა შენთა. რომლითა იქმოდი სასწაულებსა.
წარვიდა მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და ჰრქუა მას: წარვიდე და მივიქცე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და ვიხილნე, ვითარ-ძი ცოცხლებით არიან. და ჰრქუა იოთორ მოსეს: ვიდოდე ცოცხლებით. Page of ms. P: 85R და შემდგომად დღეთა მათ აღესრულლა მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ.
და ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე, წარვედ შენ ეგჳპტედ, რამეთუ მოწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა.
ხოლო მოსე წარიყვანა ცოლი თჳსი და ყრმანი მისნი და დასხნა კარაულსა და მიიქცა ეგჳპტედ, და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისა მიერ ჴელითა თჳსითა.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რაჲ-ხჳდოდი შენ და მიიქცე ეგჳპტედ, იხილე, ყოველი ნიშები, რომელი Page of ms. P: 85V მივეც ჴელსა შენსა, ჰქმნე იგი წინაშე ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი, და არა გამოუტეოს ერი იგი.
ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძჱ ჩემი პირმშოჲ - ისრაჱლი.
გამოუტევე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე. ხოლო [უკუეთუ] შენ არა ინებო გამოვლინებაჲ მათი, იხილე, ნუუკუე მოვკლა ძჱ ეგე შენი პირმშოჲ.
და იყო, გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა ანგელოზი უფლისაჲ, ეგულებოდა მოკლვაჲ მისი.
და მოიღო სეფორა ქარსი და წინადასცჳთა ძესა თჳსსა და შეურდა ფერჴთა თჳსთა და თქუა: დადგა სისხლი წინადაცუეთისა ძისა ჩემისაჲ.
და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: დადგა სისხლი წინადაცუეთისა ყრმისა ჩემისაჲ.
და ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შემთხუევად მოსჱსა უდაბნოდ. და განვიდა შემთხუევად მისა მთასა მას ღმრთისასა და ამბორს-უყო მას.
და უთხრნა მოსე ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი, რომლისათჳს მოავლინა, და ყოველნი სასწაულნი, რომელნი ამცნნო მას.
მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.
და ეტყოდა აჰრონ ყოველთა სიტყუათა, რომელთა ეტყოდა ღმერთი მოსეს, და ქმნა სასწაულები წინაშე ერისა მის.
და ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოხედა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა და იხილა ჭირი იგი მათი. და მოდრკა ერი იგი და თაყუანის-სცეს უფალსა.