და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორისთა, სიმამრისა თჳსისათა, ქურუმთ მოძღურისა მის მადიამელთაჲსა. წარასხა ცხოვარი თჳსი და წარვიდა უდაბნოდ და აღვიდა მთასა მაღალსა ქორებს.
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ ალითა ცეცხლისაჲთა მაყულოვანით გამო და იხილა, რამეთუ მაყუალი იგი აღადყდების ცეცხლითა და არა შეიწუების.
თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო ხილვაჲ ესე დიდი, რამეთუ არა დაიწუების მაყუალი იგი.
ვითარცა იხილა, რამეთუ მივალს ხილვად მისა, უწოდა უფალმან მაყლოანით გამო და ჰრქუა: მოსე! ხოლო მან ჰრქუა: Page of ms. P: 66R რაჲ არს, უფალო ღმერთო?
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ მოეახლები აქა, წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, ქუეყანაჲ წმიდაჲ არს.
და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი მამისა შენისაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიახლებად წინაშე უფლისა.
ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე ძჳრი ერისა ჩემისაჲ, რომელ არს ეგჳპტეს, და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწუეველთა მათთაგან, რამეთუ ვიხილე ჭირი იგი მათი.
და გარდამოვჴედ განრინებად მათა ჴელთაგან მტერთა მათთაჲსა. და გამოყვანებად მათა მიერ ქუეყანით და შევიყვანნე იგინი ქუეყანასა მას კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა, რომელსა გამოდის სძჱ და თაფლი, ადგილსა მას ქანანელთასა და ფერეზელთასა, ეველთასა და გერგესეველთასა, იობოსელთასა და ქეტელთასა.
და აწ ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიწევის ჩემდა და მე ვიხილე ჭირი იგი მათი და სულთქუმანი მათნი, რომელსა აჭირვებენ მათ მეგჳპტელნი იგი.
აწ მოვედ და მიგავლინო შენ ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და გამოიყვანე ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი, ქუეყანით ეგჳპტით.
და ჰრქუა მოსე უფალსა: ვინ ვარ მე, რამეთუ მივიდე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით?
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა, რამეთუ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რაჲთა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთა მსახურებდენ ღმერთსა მთასა ამას.
ჰრქუა უფალსა მოსე: აჰა Page of ms. P: 66V ესერა მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა, და მკითხვიდენ ღათუ და მრქუან: რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?
ჰრქუა მას უფალმან: მე ვარ, რომელი ვარ. და ჰრქუა: ესე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელი-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.
მერმე კუალად ჰრქუა უფალმან მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლნა მე თქუენდა, ღმერთმან აბრაჰამისმან, ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან. ესე არს სახელი ჩემი საუკუნოჲ და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.
მივედ და შეკრიბენ მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი და არქუ მათ; უფალი ღმერთი მამათა ჩუენთაჲ მეჩუენა ჩუენ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი და თქუა: მოხედვით მოგხედო შენ ბოროტის ყოფისათჳს მეგჳპტელთაჲსა.
და შეგიყვანნე ქუეყანასა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ფერეზელთასა და ეველთასა, გერგესეველთასა და იობოსელთასა და ამორეველთასა, ქუეყანასა, რომელსა გამოდის სძჱ და თაფლი.
ისმინონ ჴმისა შენისაჲ, და შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი მეფისა მეგჳპტელთაჲსა და ჰრქუა მას: უფალი ღმერთი ებრაელთაჲ მიწესს ჩუენ, განვიდეთ სამისა დღისა გზასა უდაბნოსა ზედა, რაჲთა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
ხოლო მე ვიცი, რამეთუ არა განგიტევნეს მეფემან მეგჳპტელთამან განსლვად, უკუეთუ მე არა ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
განვირთხა ჴელი ჩემი მათ ზედა და Page of ms. P: 67R დავსცე ეგჳპტესა და ყოვლითა საკჳრველებითა, რომელი ვყო მათ შორის; და მისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ.
და მოვსცე მადლი ერსა ჩემსა წინაშე მეგჳპტელთა; ხოლო რაჟამს გამოხჳდოდით, არა გამოხჳდეთ ცარიელნი;
არამედ ითხოვენ დედაკაცმან მოძმისაგან თჳსისა და თანა-მოკარვისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი და გამოტყუენენით მეგჳპტელნი იგი; და შეჰმოსეთ იგი ძეთა და ასულთა თქუენთა.