TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 41
Previous part

Chapter: 2  
თავი 2


Verse: 1   Link to mcat Link to sept   იყო ვინმე ტომისაგან ლევისი, და მოიყვანა მან ასულთაგან ლევისთა, და იყო იგი მისა ცოლად.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მიუდგა და შვა ძჱ და ვითარცა იხილეს ყრმაჲ იგი მკჳრცხედ, ჰმალვიდეს მას სამ თთუე.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ვითარ ვერ ეძლო დამალვად მისა, მოიღო დედამან მისმან კიდობანაკი და მოკირა შინაჲთ, გარჱთ კირითა, ნაფთითა და ფისითა და შთადვა ყრმაჲ იგი მას შინა და დადგა იგი წყურნობოანსა(!) მას შინა.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ხედვითა დაჲ მისი შორით, რაჲთა ცნას, რა-ძი შეემთხჳოს მას.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
შთავიდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას, და შიმუნვარნი მისნი თანა-უვიდოდეს მას ამიერ და იმიერ მდინარის კიდესა მას. მიხედა და იხილა კიდობანაკი იგი მწყურნობოანსა მას შინა და მიავლინა შიმუნვარი თჳსი და მოიღო იგი.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
აღაღო მას და იხილა ყრმაჲ იგი, რამეთუ ტიროდა კიდობანაკსა მას შინა, და განარინა იგი ასულმან ფარაოჲსმან და თქუა: ყრმათაგან ებრაელთა არს ესე.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა დედის დამან მის ყრმისამან: გნებავსა, დედუფალო, რაჲთა მოუწოდი დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა ასულმან ფარაოჲსმან: გუალე, წარვედ და მოუწოდე. და მოუწოდა დედასა მის ყრმისასა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე ყრმაჲ ეგე და მიწოებდ მაგას და მიგცე სასყიდელი შენი. და მიიყვანა დედამან მისმან ყრმაჲ იგი და აწოებდა მას.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, მოჰგუარა ასულსა ფარაოჲსსა, და იყო იგი მისა ძედ, და უწოდა მას სახელი მისი მოსე, რამეთუ წყლისაგან გამოვიღე ეგე.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყო, დღეთა მრავალთა განმწჳსნა მოსე და გამოვიდა ძმათა თჳსთა თანა ძეთა ისრაჱლისათა და იხილა სალმობაჲ იგი მათი და შრომაჲ. მიხედა და იხილა მეგჳპტელი, რომელი Page of ms. P: 45R   სცემდა კაცსა ებრაელსა ძმათა მისთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო მან მიმოიხილა აქა და იქი და არავინ იხილა, სცა და მოკლა მეგჳპტელი იგი და დაჰფლა ქჳშასა.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
მერმე კუალად გამოვიდა მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, რომელნი იბრძოდეს, და ჰრქუა მათ: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაჲსა ავნებთ ურთიერთას.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? ანუ მოკლვაჲცა ჩემი გნებავს (!), ვითარცა მოჰკალ გუშინ მეგჳპტელი იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ესმა ფარაოს საქმჱ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსესა. ივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსისა. წარვიდა და დაეშჱნა ქუეყანასა მას მადიამისასა და დაჯდა იგი ჯურღმულსა მას წყლისასა.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ხოლო ქურუმსა მას მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს იგინი ცხოვართა იოთორის მამისა მათისათა.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
მოვიდეს მწყემსნი იგი და წარასხნეს ცხოვარნი იგი. ალდგა მოსე და განარინნა მწყემსთა მათგან და აღმოუვსო მათ წყალი იგი და ასუა ცხოვართა მათთა.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და შე-რაჲ-ვიდეს იგინი რაგუელისა, მამისა მათისა, ჰრქუა მათ: რაჲსა იწრაფეთ მოსლვად დღეს?
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ხოლო მათ ჰრქუეს: კაცმან ვინმე მეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და გჳსუა წყალი საცხოვართა ჩუენთა.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ხოლო მან ჰრქუა: აწ სადა არს? და რაჲსათჳს დაუტევეთ გარე? მოუწოდეთ კაცსა მას და ჭამოს პური ჩუენ თანა.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა მას სეფორა, ასული თჳსი, ცოლად.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი გერსამ, რამეთუ თქუა: მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა. ხოლო სახელი მეორისაჲ მის ელიაზარ, რამეთუ ღმერთი მამისა ჩემისაჲ შემეწია მე და ჴელთაგან ფარაოჲ\სთა Page of ms. P: 45V   მიჴსნა მე.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 65V   შემდგომად დღეთა მათ აღესრულა მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ, და სჭირდა ძეთა ისრაჱლისათა საქმითა თიჴისაჲთა და ალიზისაჲთა, და იწყეს ღადადებად და ურვად უფლისა მიმართ.
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და ესმა უფალსა სულთქუმაჲ იგი მათი, რომლითა აჭირვებდეს მეგჳპტელნი იგი. და მოეჴსენა უფალსა აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამისა მიმართ, ისაკისა და იაკობისა,
Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მოხედა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.