Page of ms. P: 43V ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, თითოეული ყოვლითურთ სახლით მათით:
რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა,
იზიქარ, ზაბულონ,
დან, გად, ნეფთალემ, ასერ, ბენიამენ.
ხოლო იოსებ იყო-ვე ეგჳპტეს. ყოველი სული იაკობისგანი სამეოც და ათხუთმეტ.
აღესრულა იოსებ და ყოველნი ძმანი მისნი და ყოველი ნათესავი პირველი.
ხოლო ძენი ისრაჱლისანი აღორძნდეს, განმავლდეს და ძრიელ იყვნეს, რამეთუ განამრავლებდა მათ ქუეყანაჲ იგი ფრიად.
აღდგა მეფჱ სხუაჲ ეგჳპტეს, რომელმან არა იცოდა იოსები,
და ჰრქუა ნათესავსა თჳსსა: აჰა ესერა ნათესავი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ გამრავლებულ არს ფრიად და ძრიელ არიან უფროჲს ჩუენსა.
Page of ms. P: 44R მოვედით და ვიზრახოთ მათ ზედა, რაჲთა ნუუკუე გამრავლდენ. და რაჟამს შეგუემ თხჳოს ჩუენ ბრძოლაჲ, შეერთნენ იგინი მტერთა ჩუენთა და გუბრძოდინ ჩუენ და ესრჱთ განვიდენ ქუეყანით ჩუენით.
და დაადგინნა მათ [ზედა] ზედა-მდგომელნი საქმისანი, რაჲთა ბოროტსა უყოფდენ საქმითა; და უშჱნნენ ქალაქნი ძრიელნი ფარაოს: პითონი და რამესი [და ონი], რომელ არს მზის-ქალაქი.
და რაოდენ-იგი დაამდაბლებდა მათ, ესენი უფროჲს განძრიელდებოდეს, და სძაგდეს მეგჳპტელთა მათ ძენი ისრაჱლისანი.
და მსძლავრობდეს ...
და აჭირვებდეს ცხორებასა მათსა საქმითა ფიცხელითა თიჴისა და ალიზისაჲთა და ყოვლითა საქმითა ველისაჲთა და ყოველსავე საქმესა მათსა, რომლითა დაიმონებდეს მათ სასტიკებითა.
და ჰრქუა მეფემან ყრმისა-ამქუმელთა მათ ებრაელთა[სა], სახლი ერთისაჲ მის სეფორა და მეორისა მის ფუა:
რაჟამს აღიქუმიდეთ ყრმებსა მას ებრაელთასა, უკუეთუ წული იყოს, მოჰკლით; უკუეთუ ქალი იყოს, განარინით.
ხოლო ყრმისა-ამქუმელთა მათ ეშინოდა ღმრთისა და არა ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ მეფემან ეგჳპტისამან, და აცხოვნებდეს ყოველსა წულსა.
მოუწოდა ფარაო, მეფემან ეგჳპტისამან, ყრმისა-ამქუმელთა მათ და ჰრქუა: რაჲსათჳს ჰყავთ საქმჱ ესე და აცხოვნებთ წულსა?
ჰრქუეს ყრმისა-ამქუმელთა მათ ფარაოს: არა ვითარ დედანი ეგჳპტელთანი ეგრჱთ დედანი ებრაელთანი არიან, რამეთუ შვიან-ღა პირველად ვიდრე შესლვადმდე ჩუენდა და მაშინღა შემიწოდედ ჩუენ.
კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმისა-ამქუმელთა მათ და განმრავლდებოდა ერი იგი და განძრიელდებოდა ფრიად.
ხოლო ეშინოდა ყრმისა-ამქუმელთა მათ, და იქმნეს თავისა მათისა სახლები.
უბრძანა ფარაო ყოველსა მას ერსა თჳსსა და ჰრქუა: Page of ms. P: 44V ყოველსა წულსა, რაოდენსა შობდენ ებრაელნი, მდინარესა შთააბნევდით.