და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა, ტიროდა, და ამბორს-უყოფდა მას.
და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრისშემმოსელთა მათ შემოსად მამაჲ თჳსი.
და შემოსეს მკუდრისშემმოსელთა მათ ისრაჱლ. და აღასრულეს ორმეოცი დღჱ, რამეთუ ესრჱთ აღირაცხნიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა მას ყოველი ეგჳპტჱ სამეოცდაათ დღე.
და ვითარცა წარჴდეს დღენი იგი გლოვისა მისისანი, ჰრქუა იოსებ მთავართა Page of ms. S: 80R მათ ფარაოჲსთა და ეტყოდა მათ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა. ეტყოდეთ ყურთა ფარაოჲსთა და არქუთ მას:
მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას, რომელნი ვიქუენ თავისა ჩემისათჳს, ქუეყანასა მას ქანანისასა, მუნ დამფალთ მე". აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე აქავე.
ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაჰფალ მამაჲ შენი, ვითარცა გაფუცა შენ.
და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და მოხუცებულნი ყოვლისა ქუეყანისა ეგჳპტისანი, Page of ms. S: 80V
და ყოველივე სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველივე მამული სახლისა მისისაჲ და ყოველნი ნათესავნი მისნი. ხოლო ცხოვარი და ზროხაჲ დაუტევეს ქუეყანასა ეგჳპტისასა.
და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები. და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად.
და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ატადისასა, რომელი არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერითა ფრიად. და ყო იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისაჲ შჳდ დღე.
და იხილეს მკჳდრთა მათ ქუეყანისა ქანანისათა გლოვაჲ იგი კალოთა მათ ზედა ატადისათა. ამისთჳს ეწოდა ადგილსა მას Page of ms. S: 81R _ გლოვაჲ ეგჳპტისაჲ.
და უყვეს მას ძეთა ისრაჱლისათა ესრჱთ, ვითარცა-იგი ამცნო მათ.
და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანანისა. და დაჰფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა. რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებით საფლავად ძეთაგან ეფროდის ქეტელისათა წინაშე მამბრეს.
და მიიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი და ყოველნი რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა.
Page of ms. S: _ Page of ms. P: 290R ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი მოიჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი უყავთ მას?
და მოვიდეს იოსებისა Page of ms. P: 290V და ჰრქუეს: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა,
და გრქუა: ძჳრი მიუტევე, ურჩულოებანი და შეცოდებანი მათნი, რამეთუ ბოროტი გიყვეს შენ. აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა მამისა შენისათაჲ. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას მათსა ზედა.
და მოუჴდეს და ჰრქუეს მას: ჩუენ მონანი შენნი ვართ.
და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისაჲ ვარი მე.
თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან განმზადა კეთილი, რაჲთა იყოს ვითარცა-ესე დღეს, რაჲთა გამოიზარდოს ერი მრავალი.
და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლნი თქუენნი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა გულისაებრ მათისა.
და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მათისაჲ. და ცხონდა იოსებ ას და ათ წელ.
და იხილნა იოსებ ყრმანი ეფრემისნი მესამედ ნათესავად, და ძენი მაქირისნი, ძისა მანასესნი, რომელნი განიპოხნეს წიაღთა იოსებისთა.
ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა მათ: მე მოვკუდები; მოხედვით მოხედვა ყოს ღმერთმან და განგიყვანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა ჩუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს.
და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით ძუალნი ჩემნი თქუენ თანა. და აღესრულა იოსებ ას და ათისა წლისაჲ. და დაეფლა იგი საფლავსა ეგჳპტეს შინა.