Page of ms. P: 265R და იყო შემდგომად სიტყჳსა მის და უთხრეს იოსებს, ვითარმედ: მამაჲ შენი უძრულ არს. და წარმოიყვანნა ორნი ძენი მისნი: ეფრემ და მანასე. და მოვიდა იაკობისა.
და უთხრეს იაკობს და ჰრქუეს: აჰა ესერა ძჱ შენი იოსებ მოვალს შენდა. განძრიელდა [ისრაჱლ] და დაჯდა ცხედარსა ზედა თჳსსა.
და ჰრქუა იაკობ იოსებს: ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე,
და მრქუა: აღგაორძინო შენ და გყო შენ ნათესავად კრებულად, და მიგცე შენ ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.
აწ ორნი ესე ძენი შენნი, რომელნი გისხენ შენ ეგჳპტეს, ჩემნი არიან. ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ, იყვნეს ჩემდა.
ხოლო შვილის შვილ, რომელ გესხნენ, შენდა იყვნენ, და სახელითა ძმათა შენთაჲთა იწოდნენ ნაწილსა მათსა.
მე რაჟამს მოვიდოდე შუამდინარით ასურეთისაჲთ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა ქანანისასა; ვითარ მოვიწიე ცხენთ-სარბიელსა მას ქუეყანასა მას ქაფრათაჲსასა, მისლვად ეფრათად, დავჰფალ იგი გზასა ზედა ცხენთ-სარბიელსა, ესე ესე იგი არს ბეთლემი.