წარვიდა ისრაჱლი, იგი და ყოველივე მისი, და მოვიდა ჯურღმულსა მას ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისთჳს.
ჰრქუა ღმერთმან ისრაჱლს ჩუენებასა ღამისასა: იაკობ, იაკობ! ხოლო მან ჰრქუა: აქა, უფალო.
ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ. ნუ გეშინინ შთასლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ.
და მე აღმოგიყვანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა.