Page of ms. P: 277R და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთაჲსა Page of ms. P: 277V ჩუენებაჲ იხილა ფარაო, ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარისა კიდესა.
და აჰა ესერა მდინარისა მისგან გამოვიდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი ხილვითა და მსუქანენი ჴორცითა და ძოვდეს მდინარისა კიდესა.
და სხუანი შჳდნი ზროხანი გამოვიდეს შემდგომად მათსა მდინარისა მისგან საძაგელნი ხილვითა, მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს მათ თანავე მდინარისა კიდესა.
და შეჭამნეს მათ შჳდნი იგი ზროხანი შუენიერნი და მსუქანენი.
და განიღჳძა ფარაო ჩუენებისა მისგან და მეორედ იხილვიდა კუალად ჩუენებასავე. და აჰა ესერა შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა ძნეულნი და კეთილნი.
და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოჴდეს სხუანი მათ თანა განჴმელნი და შემწუარნი.
და შეჭამნეს მათ შჳდნი იგი თავნი კეთილნი და რჩეულნი. და განიღჳძა ფარაო, და აჰა ესერა იყო ჩუენებაჲ იგი, და შეძრწუნდა გულითა მისითა.
და ვითარცა განთენა, მოუწოდა ყოველთა ბრძენთა და მეცნიერთა ეგჳპტისათა და უთხრა მათ ჩუენებაჲ იგი. და არავინ იყო გამომთქუმელ და მეტყუელ და მთხრობელ მისა ძალსა მას ჩუენებისასა.
და ჰრქა ფარაოს ღჳნის-მნემან მან, ვითარმედ ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენე დღეს:
შენ მრისხვედ, ფარაო, მონათა შენთა, და შემსხენ ჩუენ საპყრობილესა მზარაულთ -მოძღურისასა, მე და მეპურეთ-მოძღუარი იგი.
და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მანცა Page of ms. P: 278R თითოეულად ჩუენებისაებრ ჩუენისა.
და იყო ვინმე მუნ ჭაბუკი ერთი მზარაულთ-მოძღურისაჲ და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი ჩუენი, და გამოგჳცხადა.
და იყო, ვითარცა-იგი განგჳმარტა, ეგრეცა შეგუემთხჳა ჩუენ: მე მოვედ თჳსსავე სამნოსა, ხოლო იგი დამოჰკიდე ძელსა, და მოკუდა.
და მიავლინა ფარაო და მოიყვანა იოსებ საპყრობილისა მისგან. და უკუეცა მას თმაჲ და შეუცვალა მას სამოსელი თჳსი, და იყო იგი წინაშე მისსა.
და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე, და არავინ არს გამომეტყუელ მისა, ხოლო მესმა შენთჳს, ვითარმედ: რაჟამს გესმეს ჩუენებაჲ, განჰმარტი.
მიუგო იოსებ და ჰრქუა: თჳნიერ ღმრთისა ვერ ჴელ-მეწიფების მიგებად სიტყუაჲ უფლებასა შენსა.
და ჰრქუა ფარაო იოსებს: ძილსა შინა ჩემსა ვიხილევდ:
აჰა ესერა მე ვდეგ მდინარის კიდესა, და ვითარმცა მისგან გამოვიდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი ხილვითა, მსუქანენი ჴორცითა და ძოვდეს მდინარის კიდესა მას.
და მერმე კუალად სხუანიღა შჳდნი ზროხანი გამოვიდეს შემდგომად მათსა, ხენეშნი და უშუერნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელნი არასადა მეხილვნეს ეგჳპტეს.
და შეჭამნეს მათ შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი და შუენიერნი.
და არაჲ აჩნდა მუცელსა მათსა, ვითარმცა ეჭამა რაჲ, და იგინი იყვნეს ეგრევე მჭლე და უშუერ.
და მერმე კუალად ვიხილევდ ჩუენებასა: და აჰა ესერა შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოცენდეს წინაშე Page of ms. P: 278V ჩემსა, სავსენი და კეთილნი.
და მერმე კუალად შჳდნი თავნი სხუანი ჴმელნი და შემწუარნი აღმოვიდეს მათ თანავე
და შეჭამნენ მათ შჳდნი იგი თავნი სავსენი და მალენი. და უთხარ ესე ბრძენთა და მზრახვალთა ეგჳპტისათა და ვერ შეუძლეს თხრობად ჩემდა.
ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენებაჲ შენი, მეფჱ, ორივე ერთი არს, რამეთუ, რომელი ეგულების ღმერთსა, გეჩუენა შენ.
შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან.
და შჳდნი იგი ზროხანიცა, რომელ აღმოვიდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან,
რომელთა შინა იყოს სიყმილი.
სიტყუასა, რომელსა გეტყჳ შენ, ფარაო, რაჲ-იგი ეგულების ღმერთსა, გეჩუენა შენ. აჰა ესერა შჳდნი წელნი მოვლენან ფრიად ნაყოფიერებისანი ყოველსა ეგჳპტესა.
და მოვლენან შემდგომად მათსა სხუანი შჳდნი წელნი სიყმილისანი, რომელთა შინა დაივიწყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანისაჲ სიყმილისაგან, რომელი იყოს შემდგომად მათსა, რამეთუ განსასტიკნეს ფრიად.
ხოლო მეორედ დაქცევისათჳს ჩუენებისა მის, რაჲთა უწყოდი, რამეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ ესე ღმრთისა მიერ და იწრაფოს უფალმან ყოფად ესე.
აწ უკუე იხილე კაცი ბრძენი და მეცნიერი, რომელი დაადგინო ყოველსა ეგჳპტესა,
და ყავ ესრე, ფარაო: დაადგინე ადგიდ მთავარი ყოველსა ქუეყანასა და ხუთეული აღიღეთ ყოვლისა ნაყოფისა ეგჳპტისაჲ შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა.
და შეკრიბეთ ყოველი საზრდელი შჳდთა მათთჳს წელთა მომავალთა, და შეკრიბეთ იფქლი Page of ms. P: 279R ჴელსა ქუეშე ფარაოჲსსა, საზრდელი ქალაქთა შინა დაიმარხეთ.
ქუეყანისათჳს შჳდთა მათთჳს წელთა სიყმილისათა, რომელ ყოფად არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანაჲ სიყმილითა.
და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა.
და ჰრქუა ფარაო მონათა მისთა: ვინაჲ ვპოოთ ჩუენ კაცი ესევითარი, რომელსა თანა არს სული ღმრთისაჲ?
და ჰრქუა ფარაო იოსებს: გაუწყა შენ ღმერთმან, არავინ არს კაცი სხუაჲ უბრძნჱს შენსა, რომელმანცა გულისხმა-ყო ესრჱთ.
და აწ შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, და არარაჲ იყოს გარეშე შენსა თჳნიერ საყდრისა ჩემისა.
და ჰრქუა ფარაო იოსებს: აჰა ესერა დაგადგინე შენ ამიერ დღითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
და განიძუარცა ფარაო ბეჭედი თჳსი და მისცა იოსებს; და შეჰმოსა მას ბისონი და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა მისსა.
და აღსუა იგი ეტლთა შემდგომთა მისთა. და უბრძანა ქადაგებად მის წინაშე, ვითარმედ დაადგინა იოსებ მთავრად ფარაო ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ, რამეთუ თჳნიერ შენსა არავინ აყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.
და უწოდა ფარაო სახელი იოსებს სუნთუფანერექ და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრესი, ცოლად მისა მღდელისა მის მზის-ქალაქისაჲ.
ხოლო იოსებ იყო ოც და ათის წლის, რაჟამს შევიდა Page of ms. P: 279V წინაშე მეფისა მის მეგჳპტელ თაჲსა. და გამოვიდა იოსებ ფარაოჲსგან და მოვლო ყოველი ეგჳპტჱ.
და გამოიღო ქუეყანამან ნაყოფი ფრიად შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა.
და შეკრიბა იოსებ საზრდელი ფრიად შჳდთა მათ წელთა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და დადვა საზრდელი ქალაქსა მას შინა და ველთა ზედა და გარემოჲს ქალაქებისა მის.
და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ვიდრე ვერღარა აღრაცხეს, რამეთუ არა იყო რიცხჳ.
ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე ვიდრე მოსლვადმდე წელთა მათ სიყმილისათა, რომელნი უშვნა მას ასენექ, ასულმან პეტეფრჱსმან, მღდელისა მზის-ქალაქისამან;
და უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა ძესა მისსა მანასე, რამეთუ თქუა: რამეთუ დამავიწყა მე უფალმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველივე მამისა ჩემისაჲ;
ხოლო სახელი მეორისაჲ მის ეფრემ, რამეთუ თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე უფალმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.